ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი კლუბს ემშვიდობება, ფედერიკო ბერნარდესკი კი მას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა.
„მაქვს პატივი გიცნობდე, როგორც პიროვნებას, გარდა სპორტსმენისა. მქონდა სიამოვნება, შენთან ერთად გამეზიარებინა ცხოვრებისა და ვნების მომენტები, იმედგაცრუების, სიხარულის, სიბრაზის, სიყვარულის. ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყავი, ჩემს გვერდით იყავი არა მარტო ბედნიერ, არამედ რთულ მომენტებშიც.
შენ ხარ, ჩემი ძმა და თვალს როცა ვხუჭავ, ისევ იქ გხედავ, „უემბლიზე“, თასს მაღლა სწევ. ასეთ გამარჯვებას შენს საოცარ კარიერაში იმსახურებდი. იმსახურებ პატივისცემას, იმისათვის, რაც გააკეთე 17 წლის განმავლობაში. შენ წარმოადგენ „იუვენტუსს“ და იტალიის ნაკრებს, მაგრამ პირველ რიგში წარმოადგენ ადამიანურ თავმდაბლობას, პატიოსნებას და პატივისცემას. ამ ყველაფრისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის უბრალოდ გეუბნები – მადლობა. მიყვარხარ, ძმაო“, – დაწერა ბერნარდესკიმ.
View this post on Instagram