მთავარი / სიახლეები / “ბენფიკა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ბენფიკა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ლისაბონის „ბენფიკასთან“ 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 5.5 – ოთხი გოლი გაუშვა და ნახევარშიც არ მიუძღვის ბრალი. ეს რა ნიშნავს? მის წინ ყველაფერი ჩამოიშალა, ოცნებების ჩათვლით.

დანილო 4.5 – გვჭირდებოდა ამაყი კაპიტანი, გამოვიდა არეული და სამარცხვინო თამაში.

ბონუჩი 4 – დადასტურებული შეგრძნება: ტემპი მატულობს და მისი თამაშის ხარისხი ეცემა. შეუძლებელია ის ბოლო კაცი იყოს საკუთარ კართან.

ალექს სანდრო 5.5 – მცირე ტრავმის გამო არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ყველაზე მძიმე მომენტში თამაშში ჩართვა მოუწია.

გატი 4 – ფეხები უკანკალებდა. კარგი რამ ძალიან ცოტა იყო მის თამაშში.

კუადრადო 4 – თამაშები იცვლება, მაგრამ კუადრადოს თამაში არასდროს შეცვლილა. მხოლოდ ერთი დრიბლინგი შეასრულა, სხვა ყველაფერი კი მის თამაშში აუხსნელი გაურკვევლობით იყო შეფერილი.

მირეტი 6 – რეჯისტას პოზიციაზე დაბრუნდა და მისი ჩართვის შემდეგ თამაში შეიცვალა.

მაკკენი 5.5 – კარგი სირბილი ერთია და ტყუილად სირბილი მეორე. ამ თამაშში მან მეორე გააკეთა, მაგრამ გოლი გაიტანა და უფრო მაღალი შეფასება მიიღო.

ლოკატელი 5 – კარგად დაიწყო, ცუდად გააგრძელა, ტემპის გამოც, რაც გუნდის ბრალიცაა. დინამიური ჯგუფის მართვა ერთია და მუდმივ სირთულეებში მყოფი ტყვეების შუქურის როლის შესრულება სულ სხვა საქმეა.

რაბიო 5 – ცდილობს ჟოაო მარიო შეაჩეროს, მაგრამ ყოველთვის აგვიანებდა „ბენფიკას“ ხარისხიან პასებთან.

კოსტიჩი 6 – ის ყველაზე მეტად გაბრაზდა მეოთხე გოლზე და ალბათ, ერთ-ერთი იშვიათთაგანი იყო, რომელმაც ნორმალურად ითამაშა.

სულე 6 – მან ხარისხიანი თამაში აჩვენა.

ვლაჰოვიჩი 5 – გოლი სიჯიუტის შედეგი იყო, მაგრამ შესრულება ტექნიკურად არაცივილური. ცუდად ეხება ბურთს ფეხით, გარდა იმისა, რომ სწორ ადგილსა და შესაფერის მომენტსაც ვერ არჩევდა. პრაქტიკულად მისი მოედანზე ყოფნა კაცით ნაკლებით თამაშს ნიშნავდა.

ილინგი 7.5 – თამაში მან შეცვალა, როცა უკვე გვიანი ჩანდა და შესაძლოა, ასეც იყო. ორი გოლი მისი დამსახურებაა, რამაც გუნდს სახე შეუნარჩუნა.

კინი 5 – ყველა ლიმიტი ჩანს.

მილიკი 6.5 – პირველ ტაიმში ვლაჰოვიჩმა ვერ გამოიყენა მომენტი, რომელსაც თამაშის შეცვლა შეეძლო. არეკმა დაახლოებით იმავე პოზიციიდან გაიტანა.

ალეგრი 3 – პირველად: ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველად ჩარჩა. სეზონში „იუვენტუსის“ მორიგი კოლაფსი, რაც განგაშის ზარია. ეს „იუვე“ არასდროს შეცვლილა, სულისკვეთებით და თამაშით. ეს კი ალეგრის პასუხისმგებლობაა.

შემთხვევითი სიახლე

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა …

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. …