მილანის „ინტერის“ ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო ბასტონიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახალ სეზონში ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება.
როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვე“ ძალიან გაძლიერდა, თუმცა „ინტერშიც“ იციან თავიანთი შესაძლებლობები.
„იუვე“ ძალიან გაძლიერდა და ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიმაჩნია. ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს, როგორებიც არიან დი მარია, პოგბა და ბრემერი. ეს საბრძოლო ხომალდი იქნება. თუმცა, „ინტერიც“ ძლიერია, ჩვენ ვიცით ჩვენი თვისებები და ძალა“, – თქვა ბასტონიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება.