ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა ბარძალიმ ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის მოედანზე ისევ დიდებულად გამოიყურება.
„ის მოედანზე ისევ შესანიშნავია და მართლაც გამორჩეული მცველია, იცის რა უნდა გააკეთოს. ისეთი ჭკვიანი ადამიანია, რომ ძალიან კარგად იცის საკუთარი თავი როგორ მართოს და ამიტომ, კარგად იცის, რა უნდა გადაწყვიტოს. ჯერჯერობით, მართალი გითხრათ, მას არაფერი ეტყობა თუ ჩავთვლით რამდენიმე ჭაღარა თმას და რამდენიმე თმის ღერით ნაკლებს“, – თქვა ბარძალიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს და კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.