არტურ მელო „იუვენტუსის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, „ვალენსიასთან“ ტრანსფერზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
ბრაზილიელი ესპანურ კლუბს იჯარით შეუერთდება. არტურის წასვლა „იუვესთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ლეანდრო პარედესის ტრანსფერს მწვანე შუქი საბოლოოდ აენთება.
არტური „იუვენტუსს“ 2020 წელს შეუერთდა და ბრაზილიელმა მას შემდეგ 25 წლის ბრაზილიელმა 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა. სამხრეთამერიკელი მანამდე „ბარსელონაში“ ორი სეზონი თამაშობდა, ხოლო მისი კარიერის პირველი კლუბი „გრემიო“ იყო.