არკადიუშ მილიკის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა. იტალიური მედია წერს, რომ ყველა დეტალია შეთანხმებულია და პოლონელი სულ მალე ტურინში ჩაფრინდება.
“მარსელი” იჯარის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს, მისი გამოსყიდვა კი 7 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ამრიგად, პოლონელი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორის ფუნქციას შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ 2016-2021 წლებში მილიკი „ნაპოლიში“ თამაშობდა და 122 მატჩში 48 გოლი გაიტანა.