ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ „მონცასთან“ მატჩის წინ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება არ იგეგმება.
„ველოდები „იუვეს“ რეაქციას, უფრო სწორად მოქმედებას. თითოეულ თამაშს თავისი ისტორია აქვს, უნდა აჩვენო, რომ ღირსეულად გაცვია ის მაისური, რომელსაც ატარებ.
სამწვრთნელო შტაბის შეცვლა ახლა სიგიჟე იქნება. ჩვენ მძიმე წლები გამოვიარეთ, რომელიც ყველასთვის მძიმე იყო, არა მხოლოდ ფეხბურთისთვის. პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ კლუბმა სწორად იმუშაოს. დამნაშავის ძებნა კლუბს არ დაეხმარება. ალეგრის მხოლოდ კონტრაქტი არ აქვს ჩვენთან, მას 3-4 წლის განვითარების პროგრამა აქვს. იგივე მეხება მეც.
დამნაშავეს ეძებთ? აქ ვარ მე. თუ რაღაც არ მუშაობს, ჩემი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობაა, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და იმუშაოს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და წინ ვიყუროთ“, – თქვა არივაბენემ.