ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალასთან კონტრაქტის არგანახლებაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დუშან ვლაჰოვიჩში დიდი ინვესტიციის შემდეგ გუნდს სხვა მნიშვნელოვან ფეხბურთელზე უარი უნდა ეთქვა.
„როცა ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ასეთი თანხა დავხარჯეთ, ცხადი იყო, მაგრამ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ ვინმეს წასვლა მოუწევდა. რეალურად, ვინმეზე უფრო ძლიერ ფეხბურთელს. ჩემთვის „იუვენტუსი“ უპირველესია. კარგად მესმის, რომ ფეხბურთს მე ვერ შევცვლი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ფეხბურთი ვერ შემცვლის“, – თქვა არივაბენემ.