ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონისთვის ეცდებიან ისეთი შემადგენლობა შეკრიბონ, რომელიც უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე მიმდინარე სეზონში აჩვენეს.
“დიბალას, ბერნარდესკისა და მორატას შესაძლო წასვლა? ვეცდებით, მომდევნო სეზონში ისეთი გუნდი გვყავდეს, რომელიც იმაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე წელს ვაჩვენეთ.
გამარჯვება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზეც მოხვედრაც მნიშვნელოვანია. კრიშტიანუ რონალდუმ შედეგი არ მოიტანა? მოიტანა, მან ასევე იტალიურ ფეხბურთს მეტი ინტერესი და ხილვადობა მოუტანა, მაგრამ ეს უფრო ფართო დისკურსია“, – თქვა არივაბენემ.