ანხელ დი მარია ტურინშია! “იუვენტუსის” ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და არგენტინელის ფოტოები გამოაქვეყნა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დი მარია მიმდინარე ზაფხულს “იუვეს” პირველი შენაძენია, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
დი მარია 8 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
Angel Di Maria è arrivato a Torino 🛬 pic.twitter.com/2gIav2mxbE
— JuventusFC (@juventusfc) July 7, 2022