მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლო: “ამ სეზონში შიმშილის გრძნობა გვაკლდა”

ანდრეა პირლო: “ამ სეზონში შიმშილის გრძნობა გვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ამ სეზონში შიმშილის გრძნობა არ ჰქონდა, რაც ზედიზედ ცხრა სკუდეტოს შემდეგ ნორმალური მოვლენაა.

„საჩემპიონო კორიდორი? სიამოვნებით გავაკეთებდით, მაგრამ როგორც ამ 9 წლის განმავლობაში,რ როდესაც ჩვენ ვიგებდით, არ გაუკეთებიათ, არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ასე რომ ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავებული სიტუაციაა.

ვალდებულები ვიყავით გამარჯვება მოგვეპოვებინა და მივაღწიეთ მიზანს. ბოლო თამაშების სულისკვეთებით, რომ გვეთამაშა და გვებრძოლა ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკებდით და არა მეოთხე ადგილზე. რაღაც გვაკლდა და ქულები დავკარგეთ შედარებით სუსტი გუნდების წინააღმდეგ.

გვაკლდა შიმშილი და ცეცხლი, რაც 9 სკუდეტოს შემდეგ ნორმალურია, მაგრამ ვალდებულები ვართ ფეხზე წამოვდგეთ, ზედიზედ 10 ჩემპიონატი კი არავის მოუგია. ჩემი და ყველა ჩვენგანის ბრალია, რომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ფეხბურთელები მზად არიან ამგვარი თამაშები მაღალ დონეზე ჩაატარონ და ეს „ინტერის“ წინააღმდეგ 10 ფეხბურთელით დაამტკიცეს.

ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, რომ რონალდუ მოედნიდან შეცვლის დროს სიამოვნებით გავიდა. 10 კაცით ვიყავით და მას უბურთოდ სირბილი უწევდა. გასახდელში ის ბედნიერი იყო. ვფიქრობ, რომ გუნდი კარგადაა და ბევრი რამის გაღება შეუძლია, გვყავს ახალგაზრდები და ასეთ დროს ადაპტაციაც საჭიროა.

ახლა წინ ერთი იმედიმომცემი კვირა გვაქვს წინ. ვნახოთ, რა მოხდება. იტალიის თასის ფინალი? ჯერ არ მქონია დრო ამაზე საფიქრელად, კონცენტრირებული ვიყავი „იუვე“ – „ინტერზე“ და ოთხშაბათისთვის ძალების აღდგება მოგვიწევს“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 75 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს,მაგრამ საკუთარ შედეგებზე არაა დამოკიდებული.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …