ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის „ინტერთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მდგომარეობისა და მეტოქის შესახებ ილაპარაკა.
„ოთხშაბათს გუნდურად ვითამაშეთ, მიუხედავად იმია, რომ იმ თამაშს „მილანთან“ უმძიმესი წაგებით შევხვდით. რეაქცია კარგი იყო და გუნდურად ვთამაშობდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, საკმაოდ კომპაქტურებიც ვიყავით, სწორედ გუნდურობა ყველაზე მეტად გვჭირდება.
ხვალ ალექს სანდრო ნამდვილად ითამაშებს, რადგან იტალიის თასის ფინალში დისკვალიფიცირებულია. სხვებს რაც შეეხება, ვნახოთ, ახლა მთავარია ენერგია აღვიდგინოთ და შემადგენლობაზე შემდეგ ჩამოვყვალიბდები.
განსაკუთრებით ვწუხვარ სეზონში კომპაქტურად თამაშის ნაკლებობის გამო. დავკარგეთ ქულები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიყვანდა. სეზონის განმავლობაში დაძაბულები ვიყავით, ჩავარდნა გვქონდა და საკმარისად კონცენტრირებულები არ ვიყავით, შინაგანად ცეცხლი გვაკლდა. ზოგადად, ბევრი შეცდომა გვქონდა, ყველაფერი მაქვს მხედველობაში, შევისწავლით სეზონს, სწორ და არასწორ ნაბიჯებს. გვესმის შეცდომები და ვეცდები, აღარ გამეორდეს.
კიეზა კარგადაა, მან კარგად ითამაშა ოთხშაბათს და ხვალაც ჩვენს განკარგულებაში იქნება. „ინტერი“ არ ვიცი იყო თუ არა უფრო კონკურენტუნარიანი, მაგრამ მატ გამარჯვება შეძლეს, ეს ნიშნავს, რომ უკეთესები იყვნენ და უფრო სტაბილურები. ისინი მშიერი იყვნენ მრავალი წარუმატებელი წლის შემდეგ. ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავთ და უკეთესი სეზონი ჩაატარეს. „ინტერი“ ჩემპიონის რანგში ჩამოვა და ამან უფრო მეტი მოტივაცია უნდა მოგვცეს, მოგების სურვილი უნდა გაიზარდოს, გარდა იმისა, რომ მიზნის მისაღწევად გამარჯვება აუცილებელია.
რონალდუს და დიბალას „იუვეს“ მომავალთან ნამდვილად ვაკავშირებ. დღეისთვის დასანანია, რომ დიბალა ნახევარი სეზონი ვერ დაგვეხმარა, ბევრი სხვა ფეხბურთელიც გვაკლდა და მთელი სეზონი დიდი არჩევანი არ მქონია. ვინ იქნება მეკარე? შჩესნი ძირითადში დაბრუნდება.
„ინტერი“ ჩვენთან უკეთ ნავარჯიშები ითამაშებს, კონტემაც იცის ამ ორ კლუბს შორის არსებული დიდი მეტოქეობა და საუკეთესოდ მომზადებული იქნება. მათთვისაც მნიშვნელოვანია აჩვენონ, რომ იტალიის ჩემპიონები არიან. სკუდეტო „ინტერმა“ მოიგო, სხვებმა წააგეს, მათ შორის ჩვენც. ვულოცავ „ინტერს“, ჩვენ კი ბევრად მეტი შეგვეძლო.
დემირალი გამოჯანმრთელებულია, რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს გუნდთან ერთად. მას გუშინწინაც შეიძლებოდა ეთამაშა, რადგან დასაწყისში ბონუჩის მცირე ტრავმა ჰქონდა. საჩემპიონო კორიდორი „ინტერს“? არ ვიცი. ჩვენ „ინტერს“ მივულოცეთ, ვნახოთ ხვალ რა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 15 მაისს ტურინში გაიმართება. „ინტერი“ 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ტურინში მეტოქის რანგში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ითამაშებს.