„იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩის დასრულების შემდეგ „ალიანც სთედიუმზე“ ჯორჯო კიელინის გაცილების ცერემონია გაიმართა.
სწორედ ამ დროს მოედანზე ანდრეა ანიელი გამოჩნდა, რასაც ტიფოზები სტვენით შეხვდნენ. „იუვეს“ გულშემატკივრები პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოები არიან, მათ შორის იმის გამოც, რომ პაულო დიბალას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.
არგენტინელმა კი გაცილების დროს ცრემლები ვერ შეიაკავა და პატარა ბავშვივით ატირდა. ტურინში მართლაც ემოციური საღამო იყო…