ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი მცველის განცხადებით, მათთვის სეზონი არ დასრულებილა და სკუდეტოს მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
„საფინალო სასტვენის შემდეგ „პორტუსთან“ მარცხით იმედგაცრუებულები ვიყავით. ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა საწყის წუთებში არასწორი დამოკიდებულება იყო, როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში. ამ მომენტებში უნდა გავაუმჯობესოთ. უნდა გავიგოთ, რომ ყველა ბურთი მნიშვნელოვანია და მას შეუძლია შეცვალოს თამაში და სეზონი.
კრიშტიანუ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი მოწყენილი იყო, რადგან მას სურს ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა. თუმცა, მეორე დღიდა მოედანზეა და მომდევნო მატჩზეა ორიენტირებული.
კვლავ ვფიქრობთ თასებზე, რომლების მოგებაც შეგვიძლია. მაგალითად, სკუდეტო და იტალიის თასი. თავიდანვე ასე იყო და ახლა არაფერი შეცვლილა. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა სკუდეტოს მოგება. ჩვენი მენტალიტეტი არ შეცვლილა. სერია A-ში ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და იტალიის თასის ფინალში ვართ, ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 14 მარტს, თბილისის დროით 21:00 „კალიარის“ დაუპირისპირდება.