ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გამარჯვება გუნდური თამაშით მოიპოვეს.
„ამ კვირაში სწორი მენტალიტეტით ვიმუშავეთ. სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ეს მოვახერხეთ თავმდაბლობით და გუნდური თამაშით. ყველამ მარტივი რაღაცები უნდა გავაკეთოთ: დღეს ეს შევძელით, დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ვიცით, რომ შეტევაში ადრე თუ გვიან გოლს გავიტანთ“, – თქვა ალეგრს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.