მთავარი / სიახლეები / ალეგრი ცდილობდა კაზემიროს გადაბირებას და ბრაზილიელთანაც ისაუბრა

ალეგრი ცდილობდა კაზემიროს გადაბირებას და ბრაზილიელთანაც ისაუბრა

მადრიდის „რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ კაზემიროს ტრანსფერმა ყველა გააკვირვა, მაგრამ როგორც გაირკვა, ბრაზილიელს გარემოს გამოცვლა სურდა და კლუბის დატოვებაზე მანამდეც ფიქრობდა.

Corriere Dello Sport-ი წერს, რომ კაზემიროს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი პირადად ესაუბრა, რომ ტურინში გადასვლაზე დაეყოლიებინა.

თუმცა, გარიგება მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო არ შედგა. კაზემიროს ხელფასი „რეალში“ 10 მილიონი ევრო იყო, ხოლო „მანჩესტერში“ 20 მილიონი იქნება, რასაც ტურინელები ვერ გადაიხდიდნენ. გარდა ამისა, „რეალმა“ ინგლისური კლუბისგან 70 მილიონი ევროც მიიღო.

სწორედ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო „იუვენტუსმა“ კაზემიროს ტრანსფერისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა: “იუვეში” ბოლო წლები ჩემთვის ადვილი არ იყო”

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ „რომაში“ გადასვლა მისთვის კარგი იყო, რადგან „იუვენტუსში“ ბოლო წლებში ბევრი სირთულე …

მორატა: “ალეგრიმ “ბარსელონაში” არ გამიშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ …