მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო “ახალწვეული” კიეზა იქნება”

ალეგრი: “ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო “ახალწვეული” კიეზა იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ შარშანდელ სეზონთან შედარებით მისმა გუნდმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს.

ალეგრი მოუთმენლად ელოდება ფედერიკო კიეზას დაბრუნებას და თქვა, რომ საუკეთესო „ახალწვეული“ სწორედ ფედერიკო იქნება.

„შარშანდელთან შედარებით საგოლე მომენტების რეალიზაციის ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ და გოლები გავიტანოთ. შარშან გოლების მიხედვით სერია A-ში მე-11 ვიყავით, რაც ნიშნავს, რომ გოლები გვაკლდა. პოგბა? ადამიანურ დონეზე ძალიან განსხვავებულია, ადრე ბიჭი იყო და ახლა ჩამოყალიბებული ადამიანია. საფეხბურთო თვალსაზრისით იგივეა. „იუვენტუსის“ გამარჯვება ჩვეულებრივი რამ იყო, ახლა არაჩვეულებრივი რაღაც გახდა.

ვფიქრობ, „ინტერი“ სკუდეტოზე მთავარი ფავორიტია. შარშან „მილანმა“ საოცარი სეზონი ჩაატარა და წელს მათთვის კარგი გამოცდილება იქნება, შარშანდელიც გამეორება კი რთული. რამდენი ქულა იქნება სკუდეტოს მოსაგებად საკმარისი? ვნახოთ აგვისტოში, თუმცა, ჩემი მოსაზრება უკვე მაქვს.

ვლაჰოვიჩი? იმედი ვიქონიოთ, რომ 30-მდე გოლს გაიტანს, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი არ უნდა გახდეს, რადგან მგონი ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვინც ბომბარდირი ხდებოდა, ჩემპიონატს ვერ იგებდა.

დი მარიას შეუძლია მარჯვნივ თამაში, გამთამაშებლად და მეორე თავდამსხმელადაც. რაც უფრო ახლოსაა კართან, მით უკეთესი. 4-3-3? ვფიქრობ, რომ ყოველთვის უკეთესია ფეხბურთელების მახასიათებლები საუკეთესოდ გამოვიყენოთ. დი მარია უფრო მეტ საგოლე პასს აკეთებს, ვიდრე გოლს იტანს, ამიტომ, მასთან სხვა ფეხბურთელები ახლოს უნდა იყვნენ და რაც მეტნი იქნებიან, მით უკეთესი. თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელია და ცოტა მოთმინება დაგვჭირდება. „იუვენტუსის“ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი კიეზა იქნება, თავიდან ის არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ იანვარში 100%-ით მზად იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, დალასში, „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …