მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “შეიძლება ვლაჰოვიჩი დავასვენო, პოგბაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს”

ალეგრი: “შეიძლება ვლაჰოვიჩი დავასვენო, პოგბაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი სათამაშოდ მზად არიან, დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა დაასვენოს, ხოლო პაულო დიბალამ ისევ ტრავმა მიიღო.

„სპეციამ“ მიმდინარე სეზონში ოთხი გასვლითი მატჩი მოიგო, ვეთამაშებით გუნდს, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. სეზონის ფინიშს, რაც უფრო ვუახლოვდებით, მით უფრო რთულია მატჩების მოგება. გვჭირდება ტექნიკური, ჭკვიანური და აგრესიული თამაში, მაგრამ ჩვენ ვითამაშებთ ჩვენი ფანების წინაშე, საბედნიეროდ, დასწრება 75%-მდე გაიზარდა და ეს დაგვეხმარება.

რუგანი გამოჯანმრთელდა და შესაძლოა ძირითადში ითამაშოს. არ იქნება დე შილიო, მას მუხლზე დისკომფორტი აქვს და უნდა დასივენოს, კიელინი და ბონუჩიც არ იქნებიან. ალექს სანდროს მდგომარეობა კარგად მიდის და ვიმედოვნებ, რომ „ვილიარეალისთვის“ მზად იქნება, ხოლო დიბალა გუშინ გაჩერდა, რადგან ფეხს თავისუფლად ვერ ამოძრავებდა. მას ამჯერად ტრავმა სხვა წერტილში აქვს და არ არის ძველი ტრავმა. ხვალ ის არ ითამაშებს. ბერნარდესკი სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ ძირითადში სათამაშოდ მზად არაა. ვლაჰოვიჩი? ვფიქრობ, რომ თავიდან სათადარიგო სკამზე მყავდეს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. კინი და მორატა თუ იქნებიან ძირითადში, შეგვიძლია ორფორვარდიანი სქემით ვითამაშოთ.

სკუდეტოს არ მჯერა? ეს არ არის ცრურწმენის საკითხი: იმაზე, რომ ყველა მიზნისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ყველა ვთანხმდებით. თუმცა, პრაქტიკაში სიტუაცია სხვაგვარია და ეს ციფრებს უკავშირდება. ახლა მეხუთე ადგილზე ვართ, რადგან „ატალანტას“ ჩვენზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ „ტორინოს“ დაამარცხებს, თანაბარი ქულები გვექნება და ურთიერთშეხვედრებში გვჯობნის. ჩემპიონობისთვის საჭიროა 84-85 ქულა, რასაც ყველა მატჩის მოგების შემთხვევაშიც ვერ ვაგროვებთ. გარდა ამისა, სამი გუნდი გვისწრებს, ამიტომაც, ჩვენი მიზანი უნდა იყოს მეოთხე ადგილი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

პოგბა? ამ მომენტში მასზე საუბარს აზრი არ აქვს, ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია, არ ვიცი, რას იზამს. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოფნის პერიოდში კალათბურთში ვუგებდი (იცინის.

დიბალას ტექნიკურ თვისებებს განხილვა არ სჭირდება, კონტრაქტის საკითხები კი ჩემზე არ არის დამოკიდებული. მისი ტრავმიანობა? ყველანი ვაკეთებთ შეფასებას, რათა გავიგოთ, რა არის ტრავმის მიზეზები, არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები.

დანილომ უკვე ითამაშა ცენტრალურ მცველად „სამპდორიასთან“ იტალიის თასზე. მას შეუძლია ამის გაკეთება მომავალშიც და მაგალითია იმისა, რომ გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია. ლოკატელიმ და არტურმა „ფიორენტინასთან“ კარგად ითამაშეს, ისევე, როგორც რაბიომ, რომელიც ნახევარდაცვას მეტ ფიზიკურობას სძენს. ლოკატელი შესანიშნავია, განსაკუთრებით მენტალურად, რადგან „იუვენტუსში“ ყოველ სამ დღეში თამაშს შეჩვევა ადვილი არ არის. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც „იუვეში“ დიდი ხნით თამაში შეუძლია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …