ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პსჟ-სთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ხელიდან გაშვებული შანსია, რადგან შეეძლოთ პარიზში ქულა მაინც მოეპოვებინათ.
„გუნდმა კარგად ითამაშა, ეს ხელიდან გაშვებული შანსია, უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა. მაკკენი გვყავდა, ამიტომ მარცხენა ფლანგიდან უფრო მეტი პასები უნდა გაგვეკეთებინა. ამ სიტუაციაში შეგვეძლო უფრო სახიფათოები ვყოფილიყავით. მოსამატებელი ნამდვილად გვაქვს, თუმცა ეს თამაში ხელიდან გაშვებულ შანსად უნდა ჩაითვალოს.
ვლაჰოვიჩმა კარგად ითამაშა, არ შეიძლება ყველა თამაშზე ვთქვათ, რომ ხან შავია და ხან თეთრი. ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, ამაზე ვმუშაობთ. ველოდებით ფეხბურთელების დაბრუნებას, მაგრამ მანამდეც კარგად უნდა ვითამაშოთ. მეორე ტაიმში რაღაც სიტუაციებში გავრისკეთ, პსჟ-ს ფეხბურთელების მსგავსი სისწრაფეები არავის აქვს.
სირთულეები მაშინ გვქონდა, როცა ბურთს ვერ ვფლობდით. პირველ ტაიმში ცოტა ჩაგვეძინა, მაკკენიმ გუნდს ძალა შემატა. დადებით შედეგს რომ ვერ მივაღწიეთ, დასანანია. კვირას „სალერნიტანას“ ვხვდებით, რომელიც განსხვავებული და უფრო რთული თამაში იქნება, რადგან ისინი ნაკლებ სივრცეებს დაგვიტოვებენ. პარედესი? ზალიან კმაყოფილი ვარ, მაღალი დონის მოთამაშეებში ხედავთ, როგორ ეხებიან ისინი ბურთს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბენფიკას“ უმასპინძლებს.