მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მომდევნო სეზონისთვის კარგი საფუძველი ჩავყარეთ”

ალეგრი: “მომდევნო სეზონისთვის კარგი საფუძველი ჩავყარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვენეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა, როგორც ხვალინდელ შეხვედრაზე, ისე გუნდში არსებულ ვითარებასა და ზოგადად სეზონზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, საკუთარ მოედანზე გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ, მათემატიკურად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე 4 ქულა გვაკლია. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს და ბოლო 8 თამაში აქვს წაგებული. ჩვენ კი ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი გავუშვით. მეტოქის პატივისცემა უნდა გვქონდეს, სანამ მათემატიკურად არ გავიფორმებთ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, არ ვიტყვი, რომ ოთხეულში ვართ, ქულები უნდა დავაგროვოთ.

რომელ მატჩს ვისურვებდი ამ სეზონიდან თავიდან სათამაშოდ? ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას, მაგრამ ამ შემთხვევაში სკუდეტოზე უარის თქმა მაინც მომიწევდა. სეზონის დასრულებამდე 22 დღე რჩება, 4 ქულა უნდა დავაგროვოთ და იტალიის თასის ფინალში მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ.

კინი? ის არასდროს იტანს ბანალურ გოლებს, ყოველთვის გადამწყვეტი გოლები გაიტანა. ხვალ შევაფასებ ითამაშებს თუ არა. ფიზიკურად და მენტალურად კარგადაა. თუ ითამაშებს რომელიმე ახალგაზრდა? ვნახოთ, ხვალ თუ იქნება ამის შესაძლებლობა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. რომელი ახალგაზრდაა პირველი გუნდისთვის მზად? ამ შეფასებას სეზონის ბოლოს გავაკეთებ. მოდით, სეზონი დავასრულოთ და შემდეგ ყველაფერს შევაფასებთ. როტაცია? ამისთვის მთელი გუნდი საჭიროა, ჩვენ კი ვარჯიშებზე 7-7-ზე ვთამაშობთ, გვიწევს ვითამაშოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს.

რთული დასაწყისი გვქონდა. ახლა გუნდი ფიზიკურად კარგადაა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. მომდევნო სეზონი კარგად უნდა დავიწყოთ, რომ გავაგრძელოთ ის, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. ძალიან გამიხარდა პრეზიდენტ ანიელის სიტყვები. „იუვემ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ტიტული მოიგო, კარგად გამოდიოდა ევროთასებზეც, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე კარგ შედეგებს აჩვენებდა. რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვებას. წელს კარგი საფუძველი ჩავყარეთ მომდევნო სეზონისთვის მზად რომ ვიყოთ. რაც შეეხება კლოპს, მას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ვულოცავ მას რასაც აკეთებს და რაც გააკეთა. იტალიაში არის ტენდენცია, რომ მწვრთნელი ერთ დღეში ტალახში ამოსვარონ, ინგლისში კი სხვა მენტალიტეტია.

კარგად ვიმუშავეთ გუნდთან, ვმუშაობდით დაშვებულ შეცდომებზე, რათა ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და გარკვეული სტაბილურობა შეგვექმნა. მე ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვართ, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მოგება საოცარი რამეა.

ბევრი ტრავმები იყო ამ სეზონში, რამაც დაგვაზარალა, მაგრამ ეს ბევრ რამეზეც მეტყველებს. სირთულეები გვქონდა, მაგრამ ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. ხასიათს აჩვენებდნენ და შედეგის მიღწევის სურვილს. არტურს ხვალ თამაში შეუძლია. რაც შეეხება დანილოს, ორი დღე დაისვენა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. მას დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ ხვალ ითამაშებს. დე შილიო ვერ ითამაშებს, კუადრადო „ჯენოასთან“ დაბრუნდება. ლოკატელის და მაკკენის შემთხვევაში კი იმედი გვაქვს, რომ სეზონის ბოლოს ითამაშებენ, მაგრამ რთული იქნება.

მეკარიდან შეტევის დაწყება? ყველაფერში ბალანსია საჭირო. უნდა გვესმოდეს, ეს როდის უნდა გავაკეთოთ. ყველას უნდა ქვემოდან თამაში, მაგრამ ზოგჯერ მეტოქე ამის საშუალებას არ გაძლევს.

როდესაც ვერ იმარჯვებ, სინანულის გრძნობა ყოველთვის არსებობს. ეს იყო რთული სეზონი, ახლა გვაქვს შესაძლებლობა ვითამაშოთ მესამე ადგილისთვის „ნაპოლისთან“. მოდით, დადებით ასპექტებს შევხედოთ: ბოლო სამ თვეში „იუვეს“ კარგი პერიოდი ჰქონდა. არსებობს სინანული, რადგან ზოგიერთ სიტუაციაში საქმის უკეთ გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ არის პოზიტიური მხარეებიც. ვიმეორებ, 10 იანვარს, სატურნირო ცხრილში ცუდ პოზიციაზე ვიყავით. ნელ-ნელა გუნდი ამუშავდა, შედეგების გამოსწორდა და თამაშიც. ახლა მეოთხე ადგილი უნდა გავიმყაროთ და მერე ვიფიქროთ „ნაპოლიზე“, რომელიც გუშინწინ სკუდეტოსთვის იბრძოლა.

არანორმალური სეზონი? დიახ, რადგან წლევანდელმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ადვილად ვერცერთ თამაშს მოიგებ და საბოლოოდ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვენეციას“ მატჩი 1 მაისს, თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …