ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უკეთ თამაში შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი 3 ქულის მოპოვებაა.
„თავიდან კარგად ვითამაშეთ, მერე შევანელეთ ტემპი, „სპეციას“ სითამამე მივანიჭეთ, უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ გოლი არ გავუშვით და მეტოქეს სახიფათო მომენტიც არ შევაქმნევინეთ. თამაშები უკეთ უნდა ვმართოთ, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ.
მირეტი კარგად მოძრაობდა, კინმა კარგად ითამაშა და დაგვანახა, რომ გუნდისთვის ხელმისაწვდომია, გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ მისით კმაყოფილი ვარ. პარედესი ძლიერი, ტექნიკური ფეხბურთელია. ის დაგვეხმარება ბურთის უკეთ კონტროლში.
დუშანს შეუძლია მოუმატოს, განსაკუთრებით სუფთად თამაშის კუთხით. მილიკმა დღეს შესანიშნავი გოლი გაიტანა, ვლაჰოვიჩი კი ჯარიმებს კარგად ასრულებს. ჩვენ უნდა ვიმუშავეთ სტანდარტულ მდგომარეობებზე.
შჩესნის მოტეხილობა არ აქვს, თუმცა ტრავმა აქვს და ჯერ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.