მთავარი / სიახლეები / ალეგრი კიეზაზე, პოგბაზე, დი მარიაზე, დე ლიხტსა და “იუვეზე”…

ალეგრი კიეზაზე, პოგბაზე, დი მარიაზე, დე ლიხტსა და “იუვეზე”…

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის მატაის დე ლიხტსა და ფედერიკო კიეზაზე. როგორც ალეგრიმ აღნიშნა, თუ დე ლიხტი წავა, კლუბი მის სათანადოდ შეცვლას მოახერხებს, ხოლო კიეზას დაბრუნება სექტემბრისთვის დააანონსა, თუმცა ისიც თქვა, რომ 100%-ით მზად იანვარში იქნება.

„გასულ სეზონში „იუვემ“ ერთი ტიტულიც ვერ მოიგო, თუმცა, ახლა პოგბას და დი მარიას დამატებით, ახალგაზრდა გატის, კიეზას და მაკკენის დაბრუნებით, „იუვე“ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონობა მოვიპოვოთ და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვითამაშოთ. პირველი სამი თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

პოლის და დი მარიას მოსვლა ტექნიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ისინი გუნდის დონეს ამაღლებენ და ათავისუფლებენ სხვა მოთამაშეებს პასუხისმგებლობისგან. გუნდის ხარისხი უდავოდ გაუმჯობესდა. პოგბა კარგი მიდგომით დაბრუნდება, რევანშის სურვილი აქვს და მონდომებულია. მას შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს, ეს ეხება ტექნიკურ და ფიზიკურ დონეს, რომლითაც სხვებისგან განსხვავდება.

ნახევარდაცვაში გვყავს ხუთი ფეხბურთელი, პლუს არტური, რომელიც ტრავმირებულია. ფაჯოლი შეკრებაზე ჩვენთან იქნება, მირეტი 3 აგვისტოს დაბრუნდება. ასევე აქ არის როველაც. ისინი ხარისხიანი მოთამაშეები არიან, რომლებსაც გარკვეული თამაშები სჭირდებათ, რათა აჩვენონ რა დონეზე არიან.

დე ლიხტი? გუშინ შეხვედრა იყო „ბაიერნთან“, მაგრამ ამ მომენტში დე ლიხტი კვლავ „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს 31 აგვისტომდე. კმაყოფილი ვარ, რომ ხელმძღვანელობამ დი მარია და პოგბა დაიმატა, თუ  დე ლიხტი წავა, დარწმუნებული ვარ, მას საუკეთესოდ შეცვლის.

კიეზა? ის უნდა დაბრუნდეს სექტემბრის შუა რიცხვებში, თუმცა ასეთი დაზიანებები სიფრთხილეს საჭიროებს. შემდეგ ორთვიანი შესვენება იქნება და ეს მისთვის კარგია. 100%-ით მზად იანვარში იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო, სერია A-ს პირველი ტური კი ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს შედგება და „იუვეს“ მეტოქე „სასუოლო“ იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …