მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ვლაჰოვიჩისთვის ასეთი 4 მომენტიდან 1 გოლი ძალიან ცოტაა”

ალეგრი: “ვლაჰოვიჩისთვის ასეთი 4 მომენტიდან 1 გოლი ძალიან ცოტაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უკმაყოფილო დარჩა იმ მონაკვეთით, როცა სტუმრებმა გოლი გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრებაც რამდენჯერმე შეეძლოთ.

„ანხელმა შესანიშნავად ითამაშა, ბოლო პასის გაკეთებაში ის საოცარია, ეს იყო მისი პირველი რეალური თამაში დიდი ხნის შემდეგ. თამაშის უარყოფითი ბოლო ნაწილი? მე ვიტყოდი, რომ დღეს ბიჭები ძალიან ჭკვიანები იყვნენ, რადგან ბოლოს გაბრაზდნენ, არ შეიძლება თამაშიდან 15 წუთით გაითიშო და ასეთი რისკის ქვეშ დადგე. როცა გოლს უშვებ და შიში გეუფლება. თამაშის შემდეგ გასახდელში სიჩუმე იყო, რომელიც ყველაფერზე მეტყველებდა.

რაბიომ ძალიან მოუმატა, ფიზიკურად და ტექნიკურად მომწიფდა, კიდევ შეუძლია მომატება, მან უფრო მეტად ვერტიკალურად უნდა ითამაშოს. ვლაჰოვიჩი? ჯერ კიდევ საჭიროა ნაბიჯების წინ გადადგმა, დღეს საღამოს ტექნიკური თვალსაზრისით მან საუკეთესო თამაში ჩაატარა, მაგრამ მეტი გოლი უნდა გაეტანა, რადგან მსგავსმა ფორვარდმა არ შეიძლება ოთხი ასეთი მომენტიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანოს.

სატურნირო ცხრილი? ჯერ ისრაელში უნდა მოვიგოთ, მერე ვნახოთ, რას ვიზამთ ლისაბონში და ცხადია, რომ გადამწყვეტი ბოლო მატჩი იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, პსჟ-სა და „ბენფიკას“ დუეტს 4-4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი 8 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …