ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ინტერთან“ წითელი ბარათისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ამრიგად, მომდევნო სეზონში იტალიის თასის პირველ შეხვედრაში ალეგრი სათადარიგო სკამზე არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ მაქსი „ინტერთან“ დამატებით დროში მეტოქის სტაფის წევრთან ჩხუბის გამო გააძევეს.