ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გათავისუფლების საფრთხეს არ გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.
„რთულია თამაშის ახსნა, 2:1-ის შემდეგ მატჩი დასრულდა. ისევ კაპიტულაცია გამოვაცხადეთ. ახსნა-განმარტებებს აზრი არ აქვს, უბრალოდ ჩუმად უნდა ვიყოთ, ვიმუშაოთ და მომავალზე ვიფიქროთ. კრიტიკა? გუნდთან უკვე ვისაუბრე, ასეთი მომენტები არის, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს პერიოდი და პასუხისმგებლობები ავიღოთ. ახლა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩემპიონატში და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ვიფიქრებთ, სადაც ჯერ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს დაკარგული. ოთხ დღეში არცთუ ადვილი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავვარდით. „იუვეში“ ჩემი მუშაობის პერიოდში ყველაზე რთული პერიოდია? ალბათ კი, თუნდაც იმიტომ, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორჯერ დამარცხდა.
შეშფოთებული ვარ? არ არის ეს საჭირო, მხოლოდ მუშაობაა საჭირო. გვიჭირს, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. საერთოდ არ ვგრძნობ, რომ გათავისუფლების საფრთხის ქვეშ ვარ. ველაპარაკე პრეზიდენტს არსებულ ვითარებაზე, ახლა მხოლოდ მუშაობაზე ვფიქრობ. ფანების სტვენა? სწორი რეაქცია იყო, რადგან წავაგეთ, ისინი ძალიან კარგები იყვნენ, რადგან მთელი თამაში გვამხნევებდნენ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.