მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ბენფიკასთან” მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

ალეგრი: “ბენფიკასთან” მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლებს. ვინაიდან პირველ ტურში ტურინელებმა წააგეს, ხოლო პორტუგალიელებმა მოიგეს, ახლა იტალიურ გრანდს შეცდომის უფლება არ აქვს.

მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

„დი მარია დაგვიბრუნდა, მაგრამ არ ვიცი, ძირითადში იქნება თუ არა. შჩესნის მდგომარეობას მოგვიანებით შევაფასებთ, ალექს სანდროს კუნთის პრობლემა აქვს და ვნახოთ, „მონცასთან“ მაინც თუ ითამაშებს. რაბიო და ლოკატელი ვერ ითამაშებენ. ეს მოთამაშეები ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ დი მარია გამოჯანმრთელდა.

„ბენფიკა“ დიდი ტრადიციების გუნდია და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, შედეგის მისაღწევად გუნდურად უნდა ვითამაშოთ, კომპაქტურად, ამნეზიის გარეშე. ევროპულ მატჩებში შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს.

ვლაჰოვიჩი და მილიკი ერთად? ხვალ გადავწყვეტ, ნახევარდაცვაზეც არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ენერგიას ვიღდგენთ, თავს კარგად ვგრძნობთ. სამკაციანი დაცვა? შეგვიძლია სამი მცველით დავიწყოთ შეტევა და ოთხით თავი დავიცვათ, პარიზში ასე ვითამაშეთ, „სალერნიტანასთან“ ასე დავიწყეთ, მაგრამ საპირისპიროდ დავასრულეთ. ეს დამოკიდებულია თამაშზე, იმაზე, როგორ დაიცავს მეტოქე თავს, ეს დამოკიდებულია მოძრაობასა და სივრცეების ძებნაზეც. ვლაჰოვიჩს მომატებული აქვს, მაგრამ მომატება კიდევ შეუძლია, თუმცა მისით კმაყოფილი ვარ. ევროასპარეზზე ნაკლები გამოცდილების მოთამაშეებს შორის ჰოლანდთან და მბაპესთან ერთად ის საუკეთესოთა შორისაა.

კონცენტრაციის პრობლემა? ამაზე ვისაუბრეთ, ბალანსი საჭიროა. ხანდახან შეიძლება გოლი ვერ გაიტანო, ამიტომ, საჭიროა, არც გაუშვა, სირცხვილი არ არის, თუ პირველი ტაიმი 0-0 დასრულდება, გოლის არგაშვება მნიშვნელოვანია. გუნდმა არ უნდა ინერვიულოს, თორემ ამ მომენტით მეტოქე სარგებლობს. თამაშის მოსაგებად 95 წუთი გვაქვს, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელიც გვყავს, მაგრამ ზოგიერთს ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვს. „იუვეში“ თამაში ადვილი არ არის, აქ ყოველთვის ზეწოლაა. ბრემერი არაჩვეულებრივი შენაძენია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ მეორე მატჩს ითამაშებს. არ ვითხოვ სამი ან მეტი გოლის გატანას, მაგრამ ძალიან მარტივ რაღაცების ვითხოვ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბენფიკას“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …

მოჯი: “ალეგრის არ გაათავისუფლებენ და მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ. მოჯი ფიქრობს, …