მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “არტური მკვდარია! “იუვეში” კრიტიკა ნორმალურია”

ალეგრი: “არტური მკვდარია! “იუვეში” კრიტიკა ნორმალურია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ იტალიის თასის ნახევარფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ბევრ საკითხზე ისაუბრა, როგორც გუნდის მდგომარეობაზე, ისე კრიტიკასა და ლაპო ელკანის შესახებ.

„ლაპო ელკანის ტვიტი? კომენტარი გასაკეთებელი არაა, ლაპო „იუვეს“ ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარია და ის თავის აზრებს გამოთქვამს. რაც შეეხება კრიტიკას, ჩვენ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ჩვენს საქმეზე უნდა ვიფიქროთ. ოთხეულში უნდა მოვხვდეთ და იტალიის თასის ფინალში გასვლა უნდა ვცადოთ. შემდეგ შევაფასებთ სეზონს, როგორ ვიმუშავეთ. ეს ყველაფერი ნორმალურია, „იუვენტუსში“ ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ითამაშო, მაგრამ შეფასება სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს.

იტალიის თასს თუ მოიგებ, არაფერს ნიშნავს, თუ ვერ მოიგებ, გამოდის, რომ ჩაფლავდი. სინანული სერია A-ზე? იანვრის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მეხუთე ადგილოსანთან 5-ქულიან უპირატესობაში იქნებოდა. ამ უპირატესობის შენარჩუნება უნდა მოვახერხოთ, რომ ოთხეულში დავრჩეთ. დაბალანსებული სეზონი იყო, ვთქვით, რომ ეპიზოდები ყველაფერს გადაწყვეტდნენ. ჩვენ არ მოგვიგია მატჩები კარგი თამაშით, რაღაც გვაკლდა, რომ ნახტომი წინ გაგვეკეთებინა. ამაზე უნდა ვიფიქროთ და გასაუმჯობესებლად ვიმუშაოთ. მომდევნო სეზონი რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება.

ხვალ რთული თამაში იქნება, „ფიორენტინა“ შესანიშნავ ფორმაშია, იტალიანო ადასტურებს იმას, რაც მან „სპეციაში“ გააკეთა. ხვალ ფინალი იქნება. პირველი მატჩი გარკვეულწილად ჩაკეტილი იყო, ხვალ სულ სხვა თამაში იქნება.

ახლა მშია, ჯერ კიდევ არ მიჭამია. ცოტას ვჭამ, ძნელია კმაყოფილება… ზოგს უყვარს ლაპარაკი, მე ძალიან არ მომწონს. კრიტიკა კარგია, სტიმულია. ვიცით, როგორც ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მივაღწევთ მიზანს. ჩვენ უნდა შევცვალოთ მეთოდი და მუშაობის გზა იმ სირთულეებში, რომელიც შეიძლება სეზონის განმავლობაში წარმოიშვას. უნდა გავითვალისწინოთ გუნდის თამაში და ფეხბურთელების ზრდა.

1:0 ცოტა რაღაცას ცვლის. „ფიორენტინა“ პროაქტიული გუნდია, ბევრ მომენტს ქმნის. ნეაპოლში მოიგეს, „ვენეციასთან“ და „ინტერთან“ კარგად ითამაშეს. პირდაპირი თამაშია, პირველი მატჩის შედეგზე ვერ ვიფიქრებთ. სამიდან ორი შედეგი ჩვენს სასარგებლოდაა, მაგრამ დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენც კარგ ფორმაში ვარ, კვირას კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა. დაცვაში ნაკლებად კარგები ვიყავით, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია. ხვალინდელი თამაში სეზონს არ ცვლის, მაგრამ ფინალში გასვლით კარგ მიზანს მივაღწევთ.

ბონუჩი და პერინი ძირითადში ითამაშებენ. შეტევა? ჯერ არ ვიცი, ვინ ითამაშებს დიბალა, კინი, ვლაჰოვიჩი თუ მორატა, მაგრამ ოთხივე მჭირდება. თამაშის მიმდინარეობისას ცვლილებებიც დაგვჭირდება. მხოლოდ ორი ნახევარმცველი მყავს, ზაკარია და რაბიო, არტური მკვდარია. დანილო? ვნახოთ რომელ პოზიციაზე ითამაშებს. ასევე გვყავს მირეტი, არ ვწუწუნებთ. ხვალ თამაშის დროს ცვლილებები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე, მაღალი ტემპი უნდა შევინარჩუნოთ. „ფიორენტინა“ არის გუნდი, რომელიც 60-70 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს კარგ ტემპს, ტექნიკურად თამაშობს. ამიტომ, თამაშის მიმდინარეობისას ახალი ენერგია დაგვჭირდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „ფიორენტინასთან“ სტუმრად 1:0 აქვს მოგებული, დღეს კი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …