ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ „იუვენტუსი“ სერია A-ს მთავარ ფავორიტად დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრის თითოეულ პოზიციაზე 2-2 გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს.
„სერია A-ს ფავორიტი „იუვენტუსია“, ჩემი აზრით, მათ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ და სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა ჯერაც არ დაუსრულებიათ. მათ ჰყავთ არა თითოეულ პოზიციაზე ორი ძლიერი მოთამაშე, არამედ ეროვნული ნაკრებების 2-2 წევრი პოზიციებზე. კლუბი ცდილობს თავისი ღირებულება კიდევ უფრო გაზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ მაღალი სახელფასო ფონდი აქვთ, ვიდრე „მილანს“, რომელმაც სკუდეტო მოიგო.
„იუვენტუსი“ ჯერ კიდევ იანვარში გაძლიერდა ვლაჰოვიჩით, დაიმატეს ბოლო ათწლეულის გამორჩეული გარემარბი დი მარია, მიიღო პოგბა, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს, მაგრამ სეზონში განსხვავებას შეიტანს, დაიმატა კოსტიჩი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია და დე ლიხტი ბრემერით შეცვალა. ძირითადი შემადგენლობა ძლიერია და შემცვლელებიც ძლიერები არიან“, – თქვა ადანიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A დღეს იწყება, „იუვენტუსი“ კი პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.