მთავარი / სიახლეები / ზიდანი: ერთ დღეს…

ზიდანი: ერთ დღეს…

ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ “განსაკუთრებული გრძნობა” აკავშირებს კლუბთან  და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს იგი “იუვენტუსის” მწვრთნელის რანგშიც ვიხილოთ.

ზიდანმა ორი სკუდეტო მოიგო “იუვესთან” ერთად 1996-2001 წლების შუალედში, ხოლო შემდეგ “მადრიდის რეალს” შეუერთდა. მინდორზე დასრულებული კარიერის შემდეგ იგი ახლახანს გახდა მსოფლიოში მე-7 ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული როგორც მწრვთნელს და როგორც ფეხბურთელს.

-“იუვეს მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ასე რომ არავინ იცის, ერთ დღეს შესაძლოა ტურინში დავბრუნდე, როგორც იუვეს ჯარისკაცი”- განაცხადა მან მისი “Z5” საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე ტურინში.

-“ბოლო წლების მანძილზე იუვე ძალიან განვითარდა. მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობენ, მაგრამ მე “რეალის” მწრთვნელი ვარ და ამჯერად უკეთესი იქნება თუ ჩვენ მოვიგებთ. ჩემი აზრი იტალიაზე? დაწვრილებით არ ვიცი, მაგრამ სადაც კონკურენციაა “სკუადრა აძურაც” ყოველთვის იქაა. ევროპის თასი შესაძლოა მხოლოდ ფავორიტ ნაკრებებს არ დარჩეთ”.

ზიდანმა ასევე ისაუბრა იუვენტუსის გამორჩეულ ფეხბურთელებზე და აღნიშნა, რომ კლუბს მორატას შენარჩუნება სურს, ხოლო პოლ პოგბა ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს “მადრიდში”. რაც შეეხება პაულო დიბალას ზიდანი ფიქრობს, რომ არგენტინელი მისი და პირლოს 21 ნომრიან მაისურს ღირსეულად ატარებს.

-“ალვარო იტალიაში ძალიან გაიზარდა, აქ მან კარგად იასპარეზა. მე ზუსტად არ ვიცირა მოხდება, მაგრამ მან იუვენტუსში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან მისი თუნდაც კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნებას. ასე, რომ ვნახოთ ზაფხულში რა მოხდება. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია”.

-“პოლ პოგბა დიდებული ფეხბურთელია. არის თუ არა ის რეალისთვის შესაფერისი ფეხბურთელი? იგი ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. ეს ნორმალურია, რომ მადრიდის რეალს დიდი ფეხბურთელები მოსწონს, მაგრამ ამჟამად იგი იუვენტუსს ეკუთვნის და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ”.

-“ისკოს იუვე აინტერესებს? ისკო რეალის ფეხბურთელია და იგი არსად არ მიდის. ჩვენ ახლახანს დავასრულეთ სეზონი და არ გვქონდა სატრანსფერო თემებზე საუბრის დრო და ფეხბურთელებზე, რომლებითან იუვეა დაინტერესებული”.

-“ანდრეა პირლოსა და ჩემს შემდეგ, 21 ნომრიანი მაისური პაულო დიბალას მხრებზეა. ის ძალიან კარგად თამაშობს. მას პირადად არ ვიცნობ თუმცა ადრეც მითქვამს, რომ იგი ჭკვიანი ბიჭია და თავი, თავის ადგილზე აქვს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”.

წყარო:Football-Italia

 

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *