მთავარი / ბლოგი / Win ვინ Hარის
Win ვინ Hარის

Win ვინ Hარის

და ისმენდა ამაყი ფრანგი ხალხი “მარსელიეზას” და აბობოქრდა “სტად დე ფრანსი”, როდესაც დიმიტრი პაიეტმა როგორც სჩვევია მატჩის მიწურულს შორიდან გაისროლა და თან ლამაზი და თან მნიშვნელოვანი გოლი შეგადო, ფრანგული გოლი. დააბიჯებდა ასევე ამაყად “მამლების” მთავარმამალაყნწა პოლ პოგბა, მშრომელი კანტეს კანტიც კარგას გასდევდა თამაშს, ოლივიე ჟირუც ადგილზე იყო, და “დარტანიანი” ანტუან გრიზმანიც იჩხვლიტებოდა, მაგრამ ფრანგები ვერ იგებდნენ და ვერც მოიგებდნენ პაიეტი რომ არა. დიმიტრი ადრე ცოტა ცუდი ბიჭი იყო, ურევდა ხოლმე, მაგრამ ახლა კარგი ბიჭია, ცოტა გვიან დაღვინდა, თორემ ახლა ალბათ მისი ასეთი თამაში საერთოდ არ გააოცებდა არავის, ფეხბურთის გურმანები არც გაოცებულან, რადგან ვინ არის პაიეტი ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით, წესით არც ის უნდა გგვკვირებოდა ფრანგებმა ცოტა მძიმედ რომ დაიწყეს, ეს ნაკრები ხომ ჯერ ბოლომდე შეკოწიწებული არ არის და პლუს სადღაც ორი წელია ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, “მამლები” ამხანაგურებს კენკავდნენ, ეს კი რაც არ უნდა მოინდომო, საკმარისი როდია. თანაც საფრანგეთს ფორმაში ნელ-ნელა შესვლა უყვარს და მთავარი წინ გვაქვს.

გერმანია… მანიაკალური ნაკრებია, რომელიც ყველა ტურნირზე ფინალში ან ნახევარფინალშია. ყველაში არაო არ მითხრათ, ერთი და ორი გამონაკლისი ყოველთვის არის. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მარიო გიოტცე კლუბში ძიფითადის მოთამაშე არ იყო და იდეალური სეზონი არ ჰქონდა, ის ნაციონალმანშაფტის მაისურას მოირგებს და მაინც კარგად ითამაშებს. მირო კლოზე წავიდა, ხოლო პოდოლსკი ძალიან სხვაგან წავიდა, თორემ ისინიც ითამაშებდნენ და გაიტანდნენ კიდეც. არ აქვს მნიშვნელობა რომ მატს ჰუმელს ტრავმა აქვს, დადგება შკოდრან მუსტაფი და გაიტანს. არ არის ლამი? არის ჰივედესი, არის ჰექტორი, სექტორი, ლექტორი რექტორი, მუსტაფი, შივა, მოტარო… “მორტალ კომბატის” პერსონაჟებს მივადექით და სიმბოლურია, რომ სექტორი კიბორგია. გერმანიაში რობოტები თამაშობენ, ოღონდ ისე არა ჩვენში რომ ამბობენ ხოლმე, კარგი გაგებით… როდესაც ამ ნაკრების მაისურას მოირგებ ჰექტორი ხარ, იოზილი თუ შვაინშტაიგერი თამაშობ ისე, როგორც გერმანიას შეეფერება.

გერმანელებს უნაკლოდ არ უთამაშიათ, მაგრამ ალბათ თავისი შესაძლებლობების 60%-იც არ უჩვენებიათ და 88-მდე მაინც თუ ავიდნენ, მერე ნახეთ როგორი გასაჩერებლები იქნებიან. არის ხოლმე მოლოდინი, რომ გერმანია აირევა, გერმანია დაიშლება, გერმანია გაიყოფა… გერმანიას გაყოფა არ სტიკვა რექტორო! გერმანია არ იყოფა, გერმანია მრავლდება. გერმანია გერმანიაა.

ბოლო წლებში პირველად არ ხდება, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ყველაზე სანახაობრივი, დრამატული, დაძაბული და უხვმომენტიანი იტალიის ნაკრების მატჩები გამოდის და მაინც… იტალია”სვარკაა”. ეს ჩვენში ფართოდ გამჯდარი “ჭეშმარიტი სტერეოტიპია”, მაგრამ მარჩელო ლიპი, ჩეზარე პრანდელი, ანტონიო კონტე და სხვანი სხვაგავარად ფიქრობენ. ყველას მიერ ფავორიტად შერაცხული ბელგია იტალიელებმა ისე გემრიელად შეახრამუნეს, კაცს რომ ერთი მაკარონი გარეთ დარჩება საწრუპავივით და სიამოვნებით შეისრუტავს.

ასეთი უცნაური იტალიის ნაკრები დუჩე მუსლონი ცოცხალი რომ იყოს, მასაც არ ემახსოვრებოდა, მაგრამ… ამ გრაციანო პელეს თმებივით კარგად დავარცხნილ-გაპრიალებული, გასაყიდად მომზადებული მეორადებით, ანტონიო კონტემ ძალიან საინტერესო გუნდი გააკეთა. გუნდი, რომელსაც “იუვენტუსის” დაცვა ჰყავს, წინ კი ვიღაც ბიჭები დარბიან, მთლად მეზობლის ბავშვები არა, მაგრამ კარგი ქართველი ფეხბურთის მცოდნე რომ იკითხავს – ეს ვინ არისო? და მრავლისმეტყველად ჩაეღიმება. ვინ არის და ემანუელე ჯაკერინია, რომელიც ძველი ფიატივით, მანქანივით რომელსაც 300 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი (სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ, თავად მას ჰყავდა ასეთი მანქანა), გაუთავებლად დადის, დარბის, არ ჩერდება… ჯაკერინი კონტეს გუნდის ერთპერთი მთავარი ფიგურაა და თუ ბონუჩისაც პირლოს პასები გამოუვა, როგორიც ხანდახან გამოსდის ხოლმე, იტალია შეიძლება შორს წავიდეს. ამ, თანც შეუთამაშებელი შემადგენლბოისგან გუნდს ვინმე თუ დააყენებდა, სწორედ კონტე. კონტე კონტე არა არის, კონტე კონტისიმეა.

ხშირად უთქვამთ, ჰიმნის შესრულებაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, იტალია მუდამ გაიმარჯვებდაო, მსოფლიოზეც და ევროპაზეც… “სკუადრა აძურას” ბიჭებმა ისეთი გრძნობით იმღერეს, რომ მარტო ეს განწყობა და ემოცია მოიგებს, კლასის და გრძNობის ხარზე მოიგებს თუნდაც ერთ ისეთ მატჩს, რომელშიდაც იტალიას არასერიოზულად უყურებენ. მოკლედ, იტალია იტალიაა, ვერასდროს ჩამოწერ.

ინგლისიც ინგლისია, როგორც ყოველთვის. ბიჭებმა ტრადიციულად უმღერეს დედოფალს, მაგრამ დედა რუსეთს ვერ მოუგეს. ვერ მოუგეს, არადა ინგლისიც ბევრმა ფავორიტად შერაცხა და როგორც შერაცხა, ისევე გამორაცხა. არ ვიჩქარებდი. აზრები იყოფა, მაგრამ ასეთი სიმპათიური და იტალიისა არ იყოს უცნაური ნაკრები ინგლისისა დიდი ხანია არ მახსოვს. ჰოჯსონი კონსერვატორი კაცია, მაგრამ ჭკვიანიც და ზომიერად დროს აყოლილიც. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის პირველი მატცის ხარვეზებს გაითვალისწინებს. ინგლისს ვარდის სურნელი აკლდა, ვარდიც უეკლოდ არავის მოუკრეფია არც თავად ვარდის. ასე რომ, თავდაჯერებითა და მეტი სითამამით, წესით შედეგიც უნდა მოვიდეს. კი, ეს ინგლისი ცოტა მომავლის გუნდაც ჰგვას, რადგან საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს მიმდინარე ევროზე, მაგრამ ახლავე შეიძლება შედეგის დადება. მთავარია ნაკლები სტერლინგი და მეტი ვარდი, ნაკლები მილიონები და მეტი მუშათა-კლასი. ვაცალოთ ბატონო, ვაცალოთ? როდემდე? სანამ ნისლი არ გაიფანტება. Come On… ამოუშვი ინგლისო, ამოუშვი. ნისლი, ცრემლსადენი გაზი, პეტარდები და მუშტი-კრივი გამოვტოვოთ. რუსები აქაც ისვრიან, ვაი რომ. ამაზე დამატებით საუბარი არასასიამოვნოა, სათქმელი მოგვიანებით სლოვაკებმა თქვეს.

თავს ნუ მოვიტყუებთ დ ანურც მოკრძლაებულები ვიქნებით, მოწიწების გარეშე ვთქვათ, რომ ესპანეთი მძიმეა და უკვე მონოტონურ-მომაბეზრებელია ეს ტიკი-ტაკას აჩრდილი. არაგონესის ესპანეთი სხვა იყო, დელ ბოსკესი სხვაა და თითქოს უკან მიდის საქმე. სწორედ ამიტომაც ცდილობ ულვაშა რაღაცების და ვიღაცების შეცვლას და ამიტომ მიიღო რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება. თაობათა ცვლასთან ერთად, მას სტილის ცვლილების “გაკარუსელებაც” უნდა, მაგრამ გამოუვა? არ ვიცი, მაგრამ რაოდენ სკეპტიკურადაც არ უნდა შეხედოს ვინმემ “ფურია როხას”, ის არ დავივიწყოთ, რომ ასე სიმძიმენარევი თამაშით მოიგო დელ ბოსკემ მსოფლიოც და განსაკუთრბეით ევროპაც. არც ის გვავიწყება და ან ვინ გვავიწყებს, რომ თუ წინ რამე არ გამოვა სერხიო რამოსი და ხერარდ პიკე ყოველთვის მზად არიან “ნო(უ)ლობაც”, ტოობაც, ტოლობაც, მორატოობაც, “არისობაც” და ადურისობაც ითავონ ბელგია ვახსენეთ და ამ საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელებით მომადლებულ ახალგაზრდულ ნაკრებს მარილი აკლი და თან გუნდზე ისეთი პრესია, ძნელია ამ ყვეალფერს გაუძლო. მარკ ვილმოტსს ბევრი ბელგიელთა სისტ წერტილად თვლის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვილმოტსი ნაკრებს ორმაგად აკლია – აკლია ისეთი ჟინიანი ფეხბურთელის რანგში, როგორიც თავად იყო, და მწვრთნელის რანგშიც, რადგან ის რაღაცას ბოლომდე ისე ვერ აკეთებს, როგორც საჭიროა. პირველი და მთავარი შეცდომა ვილმოტსისა ის არის, რომ მან ოპტიმალურ შემადგენლობასა და ტაქტიკურ მონახაზს ვერ მიაგნო და ჯიუტად არ ცდილობს ორო გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშს, არადა ასეთი და თან კარგი არაერთი ჰყავს. საერთოდ ვენსან კომპანის აგრდა ვინ არ ჰყავს რომ? თუმცა მარკსაც უნდა გავუგოთ. ამჟამად ბელგიისა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა ალბათ ყველაზე დიდი თავსატეხია, რადგან ამ მშვენიერი, თანაბარი შემადგენლობის ფონზე, რომელიც ამ ნაკრებებს ჰყავთ, მიდი და მოიფიქრე და გადაწყვიტე, ვინ და როდის უნდა ათამაშო. ეს იამზე გაცილებით ძნელია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მართლაც გასაოცარია, როგორ არ გამოუჩნდა ისეთ საფეხბურთო ქვეყანას როგორიც პორტუგალიაა ერთი აკრგი ცენტრფორვარდი. “ელდარ” პოშტიგა, ნუნუ, ნანა, ნანი, ედერზიტო და სხვანი საკმარისნი არ არიან. მარტო კრიშტიანო გუნდს ვერ მიათრევს და თან თამაში მასაც არ წაუვიდა, ხლო როცა პორტუგალიელ რონალდოს თამაში არ მისდის, ის ბრაზდება და ხანდახან სისულელეებს ამბობს ხოლმე. აქაოდა, რა გასახარია ფრე, ისლანდიელები ისე ზეიმობდნენ, თითქოს ჩემპიონები გახდნენ, ეს “პატარა ერის” კომპლექსიაო. კომპლექსები ყველას გვაქვს ჩემო კრიშტიანო, მერე რა, შენც კარგი “კომპლექსური” ვინმე ხარ. პორტუგალია-ისლანდიის მატჩში თამამად ვიტყოდით, ისლანდია ისლანდიაო, რონალდოზე კი ის ლანდიაო. დიახ, ისლანდია პატარა ქვეყანაა და ამბობენ 300 ათასზე მეტი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 8%(!) საფრანგეთისკენ დაიძრა ევროზეო. ბედნიერი ხალხია.

ხომ არ მოვიდა დრო, რომ ხორვატიამერთი ისეთი ჩაატაროს, როგორიც 1998 წელს ჩაატარა, მაშინაც საფრანგეთში…ამისთვის ხორვატებს ყველაფერი აქვთ და ყველა ჰყავთ – ლუკა მოდრიჩის ხედვა და ტექნიკა, ივან რაკიტიჩის მრავალმხრივობა და პროდუქტიულობა, ქვეყნის სიყვარული და მებრძოლის სული და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ფებხურთელებისა და ფაქტორების ჩამოთვლა. თუმცა ხორვატებს ცოტა იღბალი სჭირდებათ და თუ ყისმათი მათი იქნება, შორს წავლენ, შორს. ვერ ვხვდები რატომ გაუკვირდა ხალხს ჩრდილოეთ ირლანდიის ასეთი თამაში. გუნდის სტილი ასეთია და როგორც გამოსდის ისე თამაშობს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩრილოირლანდიელები ევროპის ჩემპიონატზე არიან და პირველი მატჩის უსახურად ჩატარება არ ნიშნავს, რომ მათგან რამე პატარა სიურპრიზი გამორიცხული იყოს. სამაგიეროდ, დრო მოუვიდა პოლონეთს, რომ ბოლო ბოლო დი ფორუმზე რამე ქნას და თან ამ გუნდით, წესით უნდა ქნას, დასაწისი კარგია.

მეტს ველოდი შვედებისა და თურქებისგან. როდესაც თურქების ჰიმნი ისმის, ამ ანთებულ თვალებს ხედავ, გუნდის შემადგენლობას თვალს გადაავლებ და გაგახსენდება, რომ მთავარი მწვრთნელი “იმპერატორი” ფატით თერიმია, ჟრუანტელი გივლის, მაგრამ თამაში რატომღაც შესაბამისი არ არის.

გაკვირვებული დავრჩი შვედებითაც. ეს ყო ველთვის სიმპათიური ნაკრებია, მაგრამ ხორვატებისა არ იყოს რაღაც აკლდება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი საგანძურიცაა და ღუზაც, ცხვირი თუ ჩამოუშვა ნაკრები წინ ვეღარ წავა, შვედები კი ზედმეტად არიან იბრაზე აწყობილნი. აწყობაზე გამახსენდა, ისე საყვარლად ახქვთ ხოლმე დავთრებსა და სქელკანიან ბლოკნოტებში დახაზულ გაწერილი ყველაფერი, ეს რომ შესრულდეს ნაკრებს სულ ცოტა ნახევარფინალში ვიხილავთ, მაგრამ შვედეთი იკეასავითაა, შვედეთი თავად არის იკეა. თუ ააწყვე მშვენიერია და შესახედადაც ლამაზია, მაგრამ აწყობას მოხერხება უნდა, სულ ერთი პატარა ჭანჭიკის არასწორ გამოყენებას შეიძლება ყველაფრის დაშლა მოჰყვეს.

ირლანდია ჟინიანი გუნდია და ბევრის გამწარება შეუძლია. შვეიცარიას ოტმარ ჰიტცფელდი აღარ ჰაყვს და საათიც ისე ვეღარ წიკწიკებს, როგორც გერმანულ-შვეიცარიული ალიანსისას. ავსტია-უნგრეთი ჯერ წყვილად და მოსასმენად იყო საინტერესო და მერე კიდევ მათ საერთო ის აქვთ, რომ ერთს “ვუნდერტიმი” ჰყავდა, მეორეს კი “დიდი გუნდი”, ორივე ერთია და ორივე შორსაა ახლა იმ გუნდებისგან, მაგრამ ფეხზე წამოდგომას ცდილობენ. ავსტია თითქოს უფრო ვარსკვლავურია, მაგრამ უნგერელბმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. “ღარიბების ზლატან იბრაჰიმოვიჩი” ანუ მარკო არნაუტოვიჩი ხასიათზე ვერ იყო, დავი ალაბამაც ერთი თავისებური გაისროლა და ფუხსიც დაძვრებოდა მელიასავით, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლდათ. გაბორ კირალი რეკორდსმენი გახდა, ის 40 წლისაა, მაგრამ მიდი და გაუტანე “შარვლიან კატას”.

ანგელ იორდანესკოს რუმინეთის წაქცევა ისეთივე რთულია, როგორც თავად რუმინელებს უჭირს პენალტის გარეშე გატანა, თორემ დაცვაში მართლაც მაგრად დგანან. სლოვაკეთს მარეკ ჰამშიკი ჰყავს, მაგრამ დაბალანსება და სტაბილურობა აკლია. ჩეხებს ცოტა არ გაუმართლათ და თავისა სკიდევ იბრძოლებენ, ისევე როგორც უკრაინელები. გარეთ ბეილის კარგია, აარონ რემზიც, რაც მთავარია ქვედა ლიგაში მოთამაშე ჰალ რობსონ-კანუც, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გაამრჯვების გოლი გააქვს, უესლსი დებიუტიც და უელსის მოქალაქე კეინიც, მაგრამ ორსონისგან განსხვავებით კოულმენს და მის ბიჭებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, შინ და გარეთ. ჰოდა, რატომ არის გასაკვირი ალბანეთის ღირსეული თამაში ესეც ვერ გამიგია, მისაბაძი კი უნდა იყოს, გუნდები ასე თამაშობენ. და საერთოდ, ეს ალბათ ყველაზე თანაბარი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელიც სულ მინიმუმ 21-ე საუკუნეში გვინახავს.

ჰოდა, როდესაც მოვესწრებით და სფეროვიჩი გოლს გაიტანს, შევყვირებთ – ჰარის! ჰარის! სეფეროვიჩმა გოლი გაიტანა! – მოვესწრებით კი?

გიორგი კაკაბაძე – სპორტული ჟურნალისტი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი - იდეალური მამა და მამაკაცი

ბონუჩი – იდეალური მამა და მამაკაცი

ევრო 2016-ის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩი პატარა და წყნარ ესპანურ კუნძულზე – ფორმენტერაზე ისვენებდა. თუმცა მას …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *