მთავარი / სიახლეები / ვიერი: სკუდეტოს ერთადერთი ფავორიტი ჰყავს
ვიერი: სკუდეტოს ერთადერთი ფავორიტი ჰყავს

ვიერი: სკუდეტოს ერთადერთი ფავორიტი ჰყავს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა იმ იშვიათ ვარსკვლავთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც იტალიური ფეხბურთის სამივე გრანდში აქვთ ნათამაშები. რა თქმა უნდა, მისი შეხედულებები იტალიური ფეხბურთის დღევანდელობაზე ფრიად საგულისხმოა.

ლეონარდო ბონუჩის უკვე განხორციელებულ და ივან პერიშიჩის განუხორციელებელ ტრანსფერებზე:

„ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. სიყალბეში ყოფნას ჯობია გულწრფელად გამოხატოს, რა უნდა. როცა მე კლუბის გამოცვლა მინდოდა, ვიცვლიდი კიდეც და სხვის მსაჯულად ამ საკითხში ვერ გამოვდგები“.

„მილანის“ შესახებ:

„მილანმა ძალიან კარგი შევსება მიიღო. როგორც ჩემს ერთ-ერთ ყოფილ კლუბს, დიდი სიმპათებით ვარ განმსჭვალული მისდამი, თუმცა „შავ-წითლები“ ჯერ გრძელი გზის დასაწყისში არიან“.

„ინტერის“ შესახებ:

“სპალეტი კარგი მწვრთნელია, მაგრამ მე ვუთხარი მას, რომ ის, როგორც ყველა დიდი გუნდი, ძალიან რთული მოსამართია და მას ლუჩანოს ძალიან დიდი ჯაფა დაადგება. მე 6 წელი გავატარე მორატისთან, მართალია სერიოზული არაფერი მოგვიგია, მაგრამ ეს იყო ჩემთვის საუკეთესო წლები“.

„იუვენტუსის“ შესახებ:

“მე ვფიქრობ, რომ სკუდეტოს ერთადერთი ფავორიტი ჰყავს – „იუვენტუსი მოიგებს ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოს, მერე ალბათ მერვესაც. „იუვენტუსი ძალიან ძლიერია, იქ ნამდვილი ვარსკვლავები თამაშობენ. სხვა გუნდები ჯერ იზრდებიან, ტურინელები კი უკვე ხარისხიანი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული“.

წყარო: სარბიელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …