მთავარი / სიახლეები / ვან დერ სარი: “იუვენტუსში” ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე”

ვან დერ სარი: “იუვენტუსში” ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე”

„აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის წინ ამსტერდამული გუნდის ვებგვერდზე ედვინ ვან დერ სარის სიტყვები გამოქვეყნდა, რომელიც „იუვენტუსზე“ საუბრობს. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ „იუვე“ „აიაქსზე“ დიდი გუნდია. გარდა ამისა, ტურინში გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

„იუვენტუსი“ „აიაქსზე“ დიდი გუნდია. უბრალოდ შეხედეთ მათ ვარსკვლავებს, რომლებიც რეგულარულად მაღალ დონეზე თამაშობენ. ცხადია, ჩვენ გვყავდა იოჰან კრუიფი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბევრმა კი სწორედ „აიაქსის“ წყალობით ითამაშა უმაღლეს საფეხურზე. „იუვენტუსი“ თავის შემადგენლობას ახალი ფეხბურთელების დამატებით მუდმივად აძლიერებს. ადრე ნედვედი, დელ პიერო და ზიდანი ჰყავდა.

ტურინი ულამაზესი ქალაქია. ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის პირველი თავგადასავალი საზღვარგარეთ და ამის წყალობით ჩემმა შვილმა იტალიურიც ისწავლა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ყველა ფეხბურთელის კარიერაში, რომელსაც ვიცნობ, ყოფილა ერთი გუნდი, სადაც ვერ შეძლეს თავის წარმოჩენა. ჩემს კარიერაში ასეთი „იუვე“ იყო“, – თქვა ვან დერ სარმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მეკარე „იუვენტუსის“ კარს 1999-2001 წლებში იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …