მთავარი / სიახლეები / ოტავიო ბიანკი: უკვე დროა ვიფიქროთ ბუფონის შემცვლელზე
ჯანლუიჯი ბუფონი: ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატი

ოტავიო ბიანკი: უკვე დროა ვიფიქროთ ბუფონის შემცვლელზე

ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი ოტავიო ბიანკი აცხადებს რომ იტალიამ უნდა დაიწყოს ფიქრი ბუფონის შემცვლელზე. მწვრთნელი დარწმუნებულია რომ ბუფონის შემცვლელი ჯანლუიჯი დონარუმა უნდა იყოს.

“უკვე აღარ არის ადრე ვიფიქროთ თუ ვინ შეცვლის ბუფონს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ბუფონი იყო, არის და იქნება ბუფონი მაგრამ მისი ასაკი უკვე გასათვალისწინებელია. უკვე არის შესაძლებლობა რომ სხვასაც მივცეთ გამოცდილების მიღების შანსი” განაცხადა მწვრთნელმა რადიოსთან საუბრისას.

“მე დღევანდელობით ვცხოვრობ და არა წარსულით, სტადიონზე ეს ორი ერთმანეთს ნახულობენ ყოველდღიურად. თუ 16, 17, 18 წლის ფეხბურთელები (თინეიჯერები) აკეთებენ რაღაცეებს უკეთ ვიდრე 40 წლისები არ შეიძლება რომ ისინი არ ათამაშო. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ გასახდელ ოთახზე. თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე რომ მწვრთნელს რაღაც პრობლემები შეექმნება თუკი ის ვეტერანს სკამზე დასვამს ფეხბურთი ვერ განვითარდება.

“არის თუ არა მზად დონარუმა ბუფონის შესაცვლელად? მილანში მან უკვე გამოავლინა მისი შესაძლებლობები. თუ გვინდა მომავალზე ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისეთი დიდებული ფეხბურთელის შემცვლელზე როგორიც ბუფონია”. განაცხადა ოტავიო ბიანკიმ.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *