მთავარი / სიახლეები / უკომენტაროდ…

უკომენტაროდ…

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ამარა დარჩა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მორიგი იმედგაცურება და მორიგი წარუმატებლობა. მეოთხედფინალი ნამდვილად არაა ის, რაზეც ქომაგები ოცნებობდნენ.

„აიაქსმა“ ტურინში დიდებული ფეხბურთი ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. კრიშტიანუ რონალდუს გოლმა ტურინელთა იმედი გააღვივა და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ როგორც ამსტერდამში, ახლაც „იუვე“ ძალიან ცოტა ხანი იგებდა. სულ რაღაც 5 წუთი. მერე ვან დე ბეეკმა გაათანაბრა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში თითქოს „იუვენტუსს“ უკეთ თამაში მართებდა, მაგრამ არა, მეორე ტაიმში „იუვე“ მოედანზე საერთოდ არ ყოფილა – ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა. მატის დე ლიხტმა კი ბოლო იმედიც გადაწურა – 1:2. „აიაქსს“ ამის გარეშეც უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდა მეორე ტაიმში და გამარჯვება როგორც უკვე ვთქვით დაიმსახურა.

„იუვენტუსს“ კი ამ სეზონში სკუდეტოს მოგების აღნიშვნა მოუწევს და მერე შეუძლია დაისვენოს, დასკვნებიც გააკეთოს და მომდევნო სეზონისთვის მოემზადოს.

„იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:2 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (კანსელუ 46), რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (ბენტანკური 80), დიბალა (კინი 46), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრაუი (სინკგრავენი 11, მაგალანი 82); შონე, დე იონგი; ზიეჩი (ჰუნტელაარი 88), ვან დე ბეკი, ნერეში; ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 1:0 რონალდუ (28), 1:1 ვან დე ბეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (69), რონალდუ (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 10 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …