მთავარი / სიახლეები / ტურინს კიდევ ერთი ლეგენდა ემშვიდობება

ტურინს კიდევ ერთი ლეგენდა ემშვიდობება

დიახ, პაოლო დე ჩელიე წავიდა! შეიძლება ბევრს გაგეცინოთ სტატიის სათაურზე მაგრამ რა შეიძლება ეწოდოს ადამიანს რომელმაც სამჯერ მოახერხა იტალიის ჩემპიონატის მოგება, ორჯერ იტალიის სუპერთასის, ერთხელ კი კოპა იტალიის?! ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ მას ეცვა ასევე ლეგენდარული პაველ ნედვედია 11 ნომრიანი მაისური.

მან “იუვეს” მაისურით სერია ა – ში 100 მატჩის ჩატარება მოასწრო და ორი გოლიც გაიტანა. რა თქმა უნდა შეეძლო სამიც გაეტანა, მაგრამ სიმბოლურია 11 ნომერი, 1+1 ხომ ორია!

ის სულით და გულით “ბიანკონერო” იყო, არის და იქნება, უბრალოდ მას ვერ გაუგეს და გაანათხოვრეს ჯერ სიენაში, მერე ჯენოაში, შემდეგ პარმაში და ბოლოს მარსელში.

აქაც თითქოს ერთი უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ცხოვრებაში უბრალო დამთხვევები არ არსებობს.

სიენაში 29 მატჩი ჩაატარა, ჯენოაში 12, პარმაში 11 და მარსელში 5.

განათხოვრებულ კლუბებში ის უფრო და უფრო ნაკლებს თამაშობდა რაც ცალსახად იმის ნიშანია რომ მშობლიური ტურინი ენატრებოდა და უფრო და უფრო ნაკლებად ქონდა თამაშის ხალისი.

მიუხედავად იმისა რომ 2016–17 წლის სეზონი მან “იუვენტუსის” შემადგენლობაში ჩაატარა მას არც ერთი მატჩი არ უთამაშია, არც განაცხადში ყოფილა და გუნდთან ერთადაც არც ერთხელ არ უვარჯიშია რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის სულგრძელობაზე და დიდ ადამიანობაზე.

პაოლო ყოველთვის ამბობდა: ვარჯიში და თამაში სხვებს სჭირდებათ რომ მაყურებელმა შეიყვაროს, მე ყოველთვის ტიფოზების გულში ვარ!

ახლა კი ის წავიდა, დაგვტოვა.

განშორებაც სევდიანი იყო, ის არ მისულა ბაზაზე, უბრალოდ თავის პლასტიკურ ბარათს დახედა და ჩაილაპარაკა: ანუ ხელფასი აღარ დაჯდება?! 

მშვიდობით პაოლო!

მშვიდობით და გპირდებით, თუკი ვინმე ჩაიცმევს “იუვეში” 11 ნომერს, ჩვენ ყოველთვის შენ გაგვახსენდები!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *