მთავარი / ევრო 2016 / წინასამატჩო მდგომარეობა

წინასამატჩო მდგომარეობა

 ანტონიო კონტეს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს! ძირითადში არ უნდა ველოდოთ დანიელე დეროსის! ესპანეთთან მოგებული მატჩში ის შეცვალა კონტემ  ძალიან ადრე და მის ნაცვლად ტიაგო მოტა ჩართო თამაშში. დერროსიმ გუნდთან ერთად მხოლოდ გუშინ დილით ივარჯიშა! აქედან გამომდინარე მისი ჩართვა თამაშში მხოლოდ სათადარიდოთა სკამიდან არის სავარაუდო! ტიაგო მოტა თამაშს ორი ყვითელის გამო გამოტოვებს, კანდრევაც ტრამვირებულია! დიდი ალბათობით პლეიმეიკერის პოზიციაზე დღეს სტურაროს ვიხილავსთ!

გერმანელებს კი არანაირი პრობლემა არ აქვთ შემადგენლობაში. სავარაუდოდ იოჰიმ ლიოვი არაფერს შეცვლის იმ შემადგენლობიდან რითაც სამ ბურთიანი სხვაობით სძლია წინა თამაშში მეტოქეს!

გერმანიას დიდ ტურნირებში არასოდეს დაუმარცხებია იტალიის ნაკრები! მათ მხოლოდ 4-ჯერ მიახწიეს ფრეს და ამდენივეჯერ იწვნიეს მარცხი!

მატჩი თბილისი დროით 23:00 საათზე გაიმართება. აძური ლურჯი ფორმებით იასპარეზებს და ამასთან ვრცელდება კულუარული ინფორმაცია რომ იტალიელები შავი სამკლავურებით გამოვლენ მწვანე მინდორზე. ეს ფაქტი კი გამოწვეულია გუშინდელ ღამეს რამოდენიმე იტალიის მოქალაქის მკვლელობით ბანგლადეშის ერთ-ერთ ბარში, 20 ადამიანი რომლებიც შეეწირნენ ტერორისტულ აქტს უმეტესობა იტალიის და იაპონიის მოქალაქეები გახლდათ!

გერმანიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა 

ნოიერი, კინიჰი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, კროოსი, ხედირა, მიულერი, იოზილი, დრაქსლერი, მარიო გომესი

იტალიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

ბუფონი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ფოლრენცი, პაროლო, სტურარო, ჯაკერინი, დეშილიო, ედერი, გრაციანო პელე

ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ქართული ფანკლუბი გადართულია ფორცა აძურის რეჟიმში და ყველა გულშემატკივარს ეპატიჟება რესტორან თეთრ სახლში! მობრძანდით რათა კიდე ერთხელ ვიზეიმოდ აძურის გამარჯვება!

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტემ თავის მოთამაშეებს თხოვა თავი არ დაეზოგათ, ეთამაშათ მთელი გულით, განსაკუთრებულად და ფეხბურთელებმაც იმედები არ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *