მთავარი / სიახლეები / ტენ ჰაგი: “კარგია, რომ რონალდუ დაბრუნდა, მაგრამ “იუვენტუსს” კიელინი დააკლდება”

ტენ ჰაგი: “კარგია, რომ რონალდუ დაბრუნდა, მაგრამ “იუვენტუსს” კიელინი დააკლდება”

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „იუვენტუსთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, კარგია, რომ „იუვეს“ კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა, თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა ჯორჯო კიელინის არყოფნას.

„ახლა ერედივიზიონში პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ტიტული უნდა მოვიგოთ, თუმცა ხვალინდელი მატჩის სხვა საკითხია და კონცენტრირებული მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვართ. დე იონგი? კარგადაა, ყველაფერი რიგზეა.

ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩია და სტადიონიც სავსე იქნება. „იუვენტუსს“ განსხვავებულად უნდა დავუსპირისპირდეთ, ვიდრე „რეალს“. იტალიური და ესპანური ფეხბურთის კულტურა განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი სტილი არ შეიცვლება. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ვეთამაშებით გამოცდილ გუნდს, რომელმაც ბევრ სტილში იცის თამაში. ჩვენთვის ეს დამატებითი დაბრკოლება იქნება.

ჩვენ გვინდა საუკეთესოების წინააღმდეგ ვითამაშოთ და შესაბამისად, კმაყოფილები ვართ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ითამაშებს. კიელინი? ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია „იუვენტუსისთვის“, მაგრამ ვიცით, რომ მისი შეცვლა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, მას დიდი გამოცდილება აქვს და გუნდს დააკლდება.

ჩვენ გვყავს ნახევარდაცვა, რომელიც მიზნად ბურთის კონტროლს ისახავს, მაგრამ როდესაც ბურთი არ გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ დადებითი შედეგის ჩვენებაც შესაძლებელი იქნება. ჩვენ გვაყვს უნივერსალი ფეხბურთელები, ფლანგის მცველებს შეტევაში ჩართვა შეუძლიათ, ტადიჩს ნახევარდაცვის დახმარება.

რთულია ჰოლანდიური გუნდებისთვის ასეთ მდიდარ ტურნირში წარმატებით თამაში, მაგრამ მჯერა, რომ „აიაქსი“ სწორ გზაზე დგას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისევ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენს ახალგაზრდებს გამოცდილი ფეხბურთელები დავუმატეთ, რაც ევროპაში კარგად თამაშის შესაძლებლობას გვაძლევს.

დე ლიხტი და დე იონგი? ორი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ყველა ჩვენს ფეხბურთელს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ვცდილობთ, რომ ყველა შევინარჩუნოთ, რადგან გვინდა ევროპაში მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ და ვმუშაობთ, რომ მომავალ სეზონშიც კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს.

მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ დონეს დავუბრუნდეთ, თუმცა ამის გაკეთება რეალურად რთულია ჰოლანდიური გუნდისთვის. მხოლოდ ჩვენ და „პორტუ“ გავედით მეოთხედფინალში ასეთი რეალობისგან. კარგი იქნება თუ ასეთი სიურპრიზები ყოველწელს მოხდება და ბედნიერები ვართ, რომ წელს ეს პატივი ჩვენ გვერგო“, – განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …