მთავარი / სიახლეები / ტაკონი: “ალეგრი მოჯის სტილში გაუშვეს”

ტაკონი: “ალეგრი მოჯის სტილში გაუშვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებისა და მისი მემკვიდრის შესახებ ისაუბრა. ტაკონის განცხადებით, ალეგრის გაშვება ლუჩანო მოჯის სტილში მოხდა.

„ალეგრის დამშვიდობება? ეს მოჯის სტილია. როდესაც მოჯი ამბობდა, არა, 20 წლით შევინარჩუნებთ, მაშინ ის ადამიანი უკვე გაყიდული იყო. ვინ იქნება მომდევნო მწვრთნელი? იუვე ემზადება საუკეთესო მოთამაშის შესაძენად, როგორც მწვრთნელის. რაღაც სიურპრიზი ნამდვილად იქნება. „იუვეს“ სტილი გვარდიოლა და ინძაგი, მაგრამ სარი და მოურინიოც შესანიშნავი მწვრთნელები არიან. ოთხი-ხუთი გამარჯვებით შეიძლება ყველაფრის დავიწყება“, – განაცხადა ტაკონიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …