მთავარი / თეგის არქივი: რომა

თეგის არქივი: რომა

მოურინიო: “დარწმუნებული ხართ, რომ “იუვეს” 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ”

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსს“ კბილი გაჰკრა. მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდი მესამე ადგილზეა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: „დარწმუნებული ხარ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ“, – თქვა მოურინიომ. მოგეხსენებათ, „იუვეს“ დაკლებულ 15 ქულას თუ დაუბრუნებენ, 59 ქულა ექნება და მეორე …

სრულად წაკითხვა »

ჯენტილე: “იუვემ” ოთხეულში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კლაუდიო ჯენტილემ განაცხადა, რომ სერია A-ს ოთხეულში მოხვედრის შანსი „იუვემ“ „რომასთან“ წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა. მან ასევე ისაუბრა ანხელ დი მარიაზე და თქვა, რომ არგენტინელი კონტრაქტის განახლებას იმსახურებს. „დიახ, ჩემი აზრით, დი მარიასთან კონტრაქტი უნდა განახლდეს. მას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაამტკიცა, რომ დიდებული …

სრულად წაკითხვა »

“რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 25-ე ტურში „რომასთან“ 0:1 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – მანჩინის დარტყმაზე უკეთ თამაში შეეძლო? შესაძლოა, მაგრამ სმოლინგის მომენტში ყველაფერი გამოისყიდა. დანილო 6.5 – ამ გუნდის სული, ის ყველგანაა. ბრემერი 6 – ნამდვილი თავდამსხმელის მოედანზე არარსებობის გამო, რითაც ის მაღლდება, ბევრი საქმე არ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “იუვე” მომეწონა, ბოლომდე იბრძოდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩის (1:0) შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მარცხის მიუხედავად მასიმილიანო ალეგრის გუნდი მოეწონა, რადგან ბოლომდე იბრძოდა. „სატურნირო ცხრილში ზემოთ ასვლა ახლა უკვე რთული იქნება, მაგრამ „იუვე“ ბოლო წუთამდე იბრძოდა, შექმნა მომენტები და სამჯერ ბურთი ძელს გაარტყა. „რომამ“ ძალიან ყურადღებით ითამაშა, მოურინიომ მინიმალური …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “კონტრაქტზე ჯერ არ გვისაუბრია, დრო გვაქვს, “იუვეში” კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ „რომასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან თამაშზეც ისაუბრა და თავის მომავალზეც. თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომაც, ამ ტურნირის საგზურის მოპოვება კონტრაქტის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია. „ჯერ კიდევ არ მინახავს განმეორებით პირველ ტაიმში ჩემი მომენტი, მაგრამ მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ ძელიც დაეხმარა. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ამ სეზონში “იუვემ” ისეთი რა განიცადა, რაც ფეხბურთში არავის განუცდია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არცერთ გუნდს გადახდენია თავს ის, რაც მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ ირგვლივ მოხდა. „ვიცოდით რა სირთულეები შეგვექმნებოდა, „რომა“ რთული გუნდია. პირველ ტაიმში მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ ბევრი ირბინა. პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა მოეშვნენ, მაგრამ მერე გოლი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „იუვენტუსი“ დამარცხდა, რის შედეგადაც ჩემპიონატში 4-მატჩიანი მოგებების სერია, ზოგადად კი 7-მატჩიანი წაუგებელი შეწყვიტა. ტურინული გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და მარცხი განიცადა. 53-ე წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ შორი მანძილიდან ძლიერად და ძალიან ზუსტად დაარტყა. „იუვეს“ მომენტები ჰქონდა: პირველ ტაიმში ადრიენ რაბიოს დარტყმა მოხვდა ძელს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში „იუვენტუსი“ „რომას“ ესტუმრება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, პოგბა, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი, ბარენეჩეა თავდამსხმელები: კიეზა, ვლაჰოვიჩი, კინი, დი მარია, სულე, ილინგ-ჟუნიორი შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 5 …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “-15 ქულით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა 3 სკუდეტოს ტოლფასი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, -15 ქულით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება 3 სკუდეტოს ტოლფასი იქნება. „რომა“ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. საკუთარ მოედანზე მგონი პირველი გუნდია, რომელმაც ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა, ან სამეულში იქნება. სავსე სტადიონზე კარგი თამაში იქნება, …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა “იუვენტუსისგან” ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს

„რომას“ ფეხბურთელი პაულო დიბალა „იუვენტუსისგან“ 3.7 მილიონ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. როგორც ცნობილი გახდა, ტურინელებმა არგენტინელს ხელფასის ხსენებული ნაწილი არ გადაუხადეს და დიბალამ თანხის ბოლომდე ანაზღაურება მოითხოვა. როგორც ირკვევა, „იუვეს“ ვალის დასაფარად ბოლო ვადა აპრილში აქვს. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს …

სრულად წაკითხვა »