მთავარი / თეგის არქივი: ლეონარდო ბონუჩი

თეგის არქივი: ლეონარდო ბონუჩი

მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მხოლოდ 2 “იუვენტინოა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ მხოლოდ 2 „იუვენტუსიდან“. ფედერიკო კიეზა და ლეონარდო ბონუჩი არიან ფეხბურთელები, ვისაც მანჩინი ენდო. სამაგიეროდ, მის სიაში ვერ მოხვდნენ კარგ ფორმაში მყოფილი ნიკოლო ფაჯოლი და მანუელ ლოკატელი. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჯოლი და ფაბიო მირეტი …

სრულად წაკითხვა »

პოგბა ისევ ტრავმირებულია და მინიმუმ 20 დღე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა ისევ ტრავმირებულია. მან მორიგი დაზიანება „სამპდორიასთან“ მატჩამდე მიიღო და დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. იტალიური მედია წერს, რომ პოგბა მინიმუმ 20 დღე იუქმებს, შეიძლება მოედანზე 1 თვეც ვერ გავიდეს. სხვათა შორის, J Medical-იდან გამოსული პოგბა ფანებს ავტოგრაფებისთვის არ გაუჩერდა, უთხრა, რომ ამის თავი არ ჰქონდა. როგორც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “დი მარია ჩემპიონია და ასეთი ფეხბურთელები იგებენ მატჩებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დი მარია დიდი ფეხბურთელია და გაუმართლათ, რომ მისი თანაგუნდელები არიან. „გაგვიმართლა, რომ დი მარიასნაირი დიდი ფეხბურთელი გვყავს და ეს ყველამ ვიცით. როცა გუნდში გყავს ჩემპიონები, ისინი წყვეტენ მატჩის ბედს. როდესაც „იუვენტუსში“ თამაშობ, ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია სეზონის განმავლობაში. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “სიყვარულით მხოლოდ “იუვეს” და იტალიის ნაკრების მაისური მეცვა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ მედიასთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ცხოვრებაში მხოლოდ ორი მაისური ემოსა სიყვარულის გრძნობით – იტალიის ნაკრების და „იუვენტუსის“. ფავორიტი გოლი: „მხოლოდ ერთი არ არის. ევროპის ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი, ასევე პენალტების სერიაში გოლი. „იუვეს“ მაისურით მახსენდება პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტართან“, თან …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბონუჩი და კუადრადო დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩი და ხუან კუადრადო დაუბრუნდნენ. ორივემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ნანტთან“ მატჩისთვის მზად არიან. ჯერჯერობით, ისინი 90 წუთისთვის მზად არ არიან, მაგრამ სავარაუდოდ, სათადარიგო სკამზე იქნებიან. ბონუჩის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშა – მან დეკემბერში მოსამზადებელ ეტაპზე მიიღო ტრავმა და მას შემდეგ ლაზარეთში იყო, ხოლო კუადრადოსაც ეს …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ „იუვე“ 7-თავიანი დრაკონია. „იუვენტუსი“ 7-თავიან დრაკონს ჰგავს. ერთ თავს აჭრით და მეორე ჩნდება. ის არასდროს ნებდება და მისი ძალა გარემოშია“, – დაწერა ბონუჩიმ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა დააკლეს.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ ტრავმა მიიღო, კიეზა “არსენალთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ლეონარდო ბონუჩი ვარჯიშზე დაშავდა და მყესის დაზიანება აღენიშნება. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანი მცველი 10 დღე დაისვენებს და მომდევნო სამედიცინო გამოკვლევა სწორედ 10 დღეში ჩაუტარდება, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეფასდება. გარდა ამისა, გუშინ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო ფედერიკო კიეზამ. იტალიური მედიის ინფორმაციით, სერიოზული არაფერია, …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “წაგების მიუხედავად დადებითი რაღაცები მოხდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, წაგებით გახარებული არაა, მაგრამ პოზიტიური რაღაცები დაინახა. „წაგება არ გვახარებს, მაგრამ კარგი თამაში გვქონდა და გარდა ამისა, დაბრუნდა კიეზა, რომელმაც მშვენივრად ითამაშა. მოკლედ, ჩვენ ვნახეთ დადებითი რაღაცები, როგორც მაგალითად, გუნდის დამოკიდებულება. მირეტი და ფაჯოლი? …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Goal-ი იტყობინება. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ბონუჩისა და მასიმილიანო ალეგრის შორის კონფლიქტზე, რის გამოც იანვარში იტალიელის გუნდიდან წასვლაზე წერდნენ, მაგრამ ეჭვები გაქარწყლდა – 35 წლის მცველი „იუვესთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ბონუჩის ტურინელებთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ტურინული დერბი სეზონში წყალგამყოფია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ La Repubblica-ს დღევანდელ ნომერში წერილი გამოაქვეყნა, რომელიც „ტორინოსთან“ დერბის ეხება. როგორც ბონუჩი წერს, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რადგან ეს მატჩი შეიძლება სეზონის წყალგამყოფი იყოს. „ჯერ კიდევ გასულ სეზონებში დერბიში გამარჯვება იყო წყალგამყოფი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც იყოს შორს. დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია და თუნდაც წლების …

სრულად წაკითხვა »