მთავარი / თეგის არქივი: იტალიის ნაკრები

თეგის არქივი: იტალიის ნაკრები

ჯიჯი ბუფონი “იუვეზე”, პსჟ-ზე, იტალიის ნაკრებზე, კარიერაზე, ალეგრიზე, სარისა და ბევრ სხვა თემაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, Bobo TV-ის სტუმარი იყო. ეს არის გადაცემა, რომელიც კრისტიან ვიერის, ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლო ვენტოლას მიჰყავთ. ჯიჯიმ სწორედ მათ შეკითხვებს უპასუხა და არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. კასანოს „იუვეში“ გადაბირებაზე: „ვცდილობდი კასანოს „იუვეში“ მოყვანას. მას კარგად ვიცნობ, მიყვარს, თავისი …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ის ნაკრებში არ წავა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ფეხბურთელს ტრავმა არ აღენიშნება, მაგრამ უნდა დაისვენოს და მისი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება. კიეზა “ინტერთან” მატჩში მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 17 წუთის შემდეგ შეცვალეს, რადგან პრობლემა ჰქონდა. მსგავსი რამ მანამდე “ფრაიბურგთან” ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაშიც მოხდა. …

სრულად წაკითხვა »

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ ლოკატელი. როგორც მან თქვა, ლოკამ „ინტერთან“ ძალიან კარგად ითამაშა, ასე უნდა გააგრძელოს და ნაკრებში დაბრუნდება. „ლოკატელის დებიუტი ჩვენი მუშაობის პერიოდში ჰქონდა და ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი. ზოგჯერ შესაძლებელია შეკრების გამოტოვება. მან უნდა იფიქროს იმაზე, …

სრულად წაკითხვა »

მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მხოლოდ 2 “იუვენტინოა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ მხოლოდ 2 „იუვენტუსიდან“. ფედერიკო კიეზა და ლეონარდო ბონუჩი არიან ფეხბურთელები, ვისაც მანჩინი ენდო. სამაგიეროდ, მის სიაში ვერ მოხვდნენ კარგ ფორმაში მყოფილი ნიკოლო ფაჯოლი და მანუელ ლოკატელი. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჯოლი და ფაბიო მირეტი …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრებში 5 იუვენტინო გამოიძახეს

იტალიის ნაკრები ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს და რობერტო მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა. „სკუადრა აძურაში“ „იუვენტუსის“ 5 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არის ფედერიკო კიეზა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა. პირველად მიიწვიეს ნაკრებში ნიკოლო ფაჯოლი და ფაბიო მირეტი, ასევე გამოიძახეს ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო გატი. მანჩინის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა მანუელ …

სრულად წაკითხვა »

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში მხოლოდ ორი იუვენტინო გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. 29-კაციან განაცხადში „იუვენტუსის“ მხოლოდ ორი ფეხბურთელია, ორივე მცველები – ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო გატი. აქვე ვთქვათ, რომ 21-წლამდე ნაკრებში არიან გამოძახებული ფაბიო მირეტი და ნიკოლო ფაჯოლი. მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გუილელმო ვიკარიო (ემპოლი) …

სრულად წაკითხვა »

კიელინი გატიზე, დიბალაზე, სკუდეტოზე, იტალიის ნაკრებსა და საკუთარ თავზე…

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ Rai Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კარიერაში ახალი გამოცდილება სჭირდება და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს. „ვფიქრობ, რომ ახლა უცხოური გამოცდილება მჭირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ნელ-ნელა კარიერა დავასრულო. შემიძლია მზარდ ლიგაში წასვლა, რაშიც მეც …

სრულად წაკითხვა »

გატი: “როცა მოედანზე გავდივარ, სახეში არავის ვუყურებ”

იტალიის ნაკრებში ფედერიკო გატის დებიუტი შედგა, რომელიც „იუვენტუსის“ მცველია. 23 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ სერია D-ში თამაშობდა, გასული სეზონი სერია B-ში „ფროზინონენში“ გაატარა, ხოლო სერია A-ში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია. თუმცა, მანჩინიმ ის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ათამაშა და ფედერიკოს ტამი აბრაჰამისა და ჰარი კეინის განეიტრალება მოუწია, რასაც …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “კიელინის შეცვლა შეუძლებელია”

ვეტერანმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ განაცხადა, რომ ჯორჯო კიელინი შეუცვლელია, განსაკუთრებით იმ ლიდერის თვისებებით, რომელიც ჯორჯოს ჰქონდა. „იტალიის ნაკრების მიმართ ცოტა უნდობლობა და ნეგატივია. ამ მომენტში უნდა ვეცადოთ ერთიანი ჯგუფის შექმნას იმ სურვილით და ენერგიით, რამაც ევროპის ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. თუმცა, სიტუაცია მარტივი არ არის. ვინ შეცვლის კიელინის? მისი ჩანაცვლება, როგორც ლიდერის, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, “იუვედანაც” არ წავიდოდი”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ იტალიური მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად მის სანაკრებო კარიერას დაეთმო. როგორც მან აღნიშნა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გასულიყო, „იუვენტუსიდან“ არ წავიდოდა. „დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, „იუვენტუსშიც“ დავრჩებოდი და იტალიის ნაკრებშიც. მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი ისტორია შემეცვალა, რომელიც არასოდეს ყოფილა …

სრულად წაკითხვა »