მთავარი / თეგების არქივი: ევროპის ჩემპიონატი

თეგების არქივი: ევროპის ჩემპიონატი

ჯანლუიჯი ბუფონი: ტირილის მიზეზი გვაქვს

ჯანლუიჯი ბუფონი: ტირილის მიზეზი გვაქვს

იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი გერმანიასთან წაგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა. ვეტერანმა გოლკიპერმა განაცხადა, რომ გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ვარჯიშებზე მწვრთნელი კომპლიმენტებს გვეუბნებოდა და ჩვენ ოცნების ახდენისთვის ყველაფერი გავიღეთ. თითოეულ ჩვენგანს ტირილის მიზეზი გვაქვს. წარმატებასთან ახლოს ვიყავით …

სრულად წაკითხვა »

ფავორიტები ნახევარფინალისთვის – ტრადიცია გაგრძელდება თუ რევანში შედგება?

ფავორიტები ნახევარფინალისთვის - ტრადიცია გაგრძელდება თუ რევანში შედგება?

დღეს, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატს მესამე ნახევარფინალისტი ეყოლება – პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს ან გერმანია შეუერთდება, ან იტალია. ისე, განგებას რა ვუთხრათ, თორემ მეოთხედფინალიდან “ბუნდესნაკრების” ანაც “სკუადრა აძურას” გავარდნა წლევანდელი ჩემპიონატის შემყურე, ცოტა არ იყოს, საცოდაობა გვგონია. დღევანდელი მატჩის ფავორიტად გერმანიის ნაკრები მიიჩნევა და ბუნებრივია – იოაჰიმ ლიოვის გუნდი აქამდე დამაჯერებლად …

სრულად წაკითხვა »

კლაუდიო რანიერი: იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი

კლაუდიო რანიერი: იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი

ინგლისის ჩემპიონ ლესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გაძეტა დელო სპორტთან საუბრისას, თავისი სამშობლოს, იტალიის ეროვნული ნაკრების ასპარეზობას შეეხო ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე. მისი თქმით, “სკუადრა აძურა” უბრალოდ ბრწყინვალეა. “იტალიის ნაკრები შესანიშნავ ევროპის ჩემპიონატს ატარებს. უძლიერესი მწვრთნელი და ძალიან შეკრული გუნდი – ბიჭებს მინდა კომპლიმენტი ვუთხრა”, – თქვა რანიერიმ. ამასთან, ინგლისის …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენია

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენია

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ესპანეთთან მერვედფინალური მატჩი (2:0) “სკუადრა აძურასთვის” ბებერი კონტინენტის არსებობის განმავლობაში მე-19 გამოდგა, რომელშიც გოლი არ გაუშვა და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე ტურნირზე კი აპენინელებმა 4 მატჩიდან სამჯერ მოახერხეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. ბოლოს ასეთი შედეგი იტალიამ ევროფორუმზე 2000 …

სრულად წაკითხვა »

იოაჰიმ ლიოვი: იტალიამ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა

იოაჰიმ ლიოვი: იტალიამ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყველაზე გამორჩეული გერმანია-იტალიის წყვილია. ამ მატჩთან დაკავშირებით “ბუნდესნაკრების” მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ისაუბრა და მისი თქმით, იტალიის ნაკრებმა ფეხბურთში ახალი სტილი შემოიტანა. “იტალიის თამაში მხოლოდ კატენაჩო არაა, ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა. მან კარგად იცის, რომ მხოლოდ კატენაჩოთი ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნაკრებმა …

სრულად წაკითხვა »

ჰიმნით მოგებული მატჩი

გიგანტების ჯახმა აშკარად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი – ვიხილეთ ძალიან დაძაბული, საინტერესო და დრამატული შეხვედრა, რომელშიც გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც ეს თამაშით ეკუთვნოდა. იტალიის ნაკრებმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე. უგულშემატკივრე იტალიის ნაკრებს რესტორან თეთრ სახლში ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბი, იტალიის ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად გეპატიჟებათ დიდ საფეხბურთო ზეიმზე. …

სრულად წაკითხვა »

იტალია და ესპანეთი ისევ ერთ გზაზე – ფარული ფინალი?

იტალია და ესპანეთი ისევ ერთ გზაზე – ფარული ფინალი?

დღეს ევრო 2016-ის მერვედფინალური ეტაპი დასრულდება. თუმცა მანამდე, ცენტრალური მატჩია მათ შორის, რაც კი აქამდე გამართულა. იტალიის ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ. ეს თამაში 4 წლის წინანდელ ევროპის ჩემპიონატზე ფინალში შედგა, მაგრამ ახლა განგებამ მათი შეხვედრა გაცილებით ნაადრევ ეტაპზე ისურვა. ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში სწორედ ამაზე ისაუბრა და …

სრულად წაკითხვა »

იტალია ესპანეთთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება

იტალია ესპანეთთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება

იტალიის ეროვნულ ნაკრები ესპანეთთან უმნიშვნელოვანეს მერვედფინალურ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. როგორც იტალიური მედია იუწყება, “სკუადრა აძურას” პირინელებთან შეხვედრაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ანტონიო კანდრევა ვერ დაეხმარება. რომის “ლაციოს” შემტევს შვედეთთან მატჩის მერე ფეხში ტკივილები აწუხებდა, რის გამოც ვერ ვარჯიშობდა, თუმცა დღემდე მისი თამაში გამორიცხული არ იყო, ახლა კი ასე არაა. ჯერჯერობით …

სრულად წაკითხვა »

იტალიამ რევანში აიღო და მერვედფინალშიც გავიდა

იტალიამ რევანში აიღო და მერვედფინალშიც გავიდა

იტალიის ეროვნული ნაკრები შეუერთდა საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებებს და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდი გახდა, რომელმაც მეორე ტურის შემდეგ მერვედფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდა. “სკუადრა აძურამ” ამის გაკეთება ტულუზაში, შვედეთის ძლევით მოახერხა. მართალია, იტალიელთა თამაში ისეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა, როგორც პირველ ტურში ბელგიასთან, მაგრამ შედეგს საბოლოოდ მაინც მიაღწია. ისიც უნდა აღინიშნოს, …

სრულად წაკითხვა »

Win ვინ Hარის

Win ვინ Hარის

და ისმენდა ამაყი ფრანგი ხალხი “მარსელიეზას” და აბობოქრდა “სტად დე ფრანსი”, როდესაც დიმიტრი პაიეტმა როგორც სჩვევია მატჩის მიწურულს შორიდან გაისროლა და თან ლამაზი და თან მნიშვნელოვანი გოლი შეგადო, ფრანგული გოლი. დააბიჯებდა ასევე ამაყად “მამლების” მთავარმამალაყნწა პოლ პოგბა, მშრომელი კანტეს კანტიც კარგას გასდევდა თამაშს, ოლივიე ჟირუც ადგილზე იყო, და “დარტანიანი” ანტუან …

სრულად წაკითხვა »