მთავარი / თეგის არქივი: სერია A (გვერდი 2)

თეგის არქივი: სერია A

რაბიო: “როცა გოლები გაგაქვს, ყველას უყვარხარ, ფეხბურთში ეს ბუნებრივია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ „ლაციოსთან“ მარცხის (1:2) შემდეგ, რომელშიც მან გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კონტრაქტის განახლებაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა ისაუბროს. „მართალია, პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, ვერ მოვიგეთ დუელები, ყველა ბურთი დავკარგეთ, მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ პირველი ტაიმი სამარცხვინო იყო. არ ვიცი, ასეთი სხვაობა რით …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “ლოკატელი წითელს არ იმსახურებდა, ალექს სანდროზე ჯარიმა იყო”

ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩში მსაჯის საკამათო ეპიზოდები შეაფასა. როგორც მან განაცხადა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ხოლო მანუელ ლოკატელი და ხუან კუადრადო გაძევებას არ იმსახურებდნენ. „ლოკატელის ჯარიმის ეპიზოდი ნათელი არ არის, ასე რომ, ჩემი აზრით, წითელი ბარათი რომ არ უჩვენეს, სწორია. ფეხი მაღლა ჰქონდა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

სარი: “გოლის გაუქმება შეიძლებოდა, მაგრამ ლოკატელი წითელ ბარათსაც იმსახურებდა”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლის გაუქმება შეიძლებოდა, თუმცა „იუვეს“ თამაში 9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა. „ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ შეიძლებოდა ჯარიმის დანიშვნა, მაგრამ ასევე „იუვენტუსს“ თამაში 9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა, პირველ ტაიმში ლოკატელის გაძევება და მეორე ტაიმში კუადრადოსთვის ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ფეხბურთის დინამიკაში მცირე ბიძგიც საკმარისია, ეს ჯარიმა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ვეტერანმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ განაცხადა, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ალექს სანდროს წინააღმდეგ თამაშის წესს არღვევდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. „ჩემთვის ეს ჯარიმა იყო. ფეხბურთის დინამიკა ასეთია, თუნდაც ოდნავი კონტაქტი მოძრაობაში საკმარისია იმისთვის, რომ წონასწორობა დაკარგო და ცოტაც საკმარისია ჯარიმისთვის“, – თქვა ბარძალიმ. შეგახსენებთ, რომ მთავარმა მსაჯმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის …

სრულად წაკითხვა »

“ლაციო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 29-ე ტურში რომის „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია, გოლებში მეტის გაკეთება არ შეეძლო. გატი 6 – მორიგი კარგი მატჩი, უკან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრემერი 5.5 – მან დაცვას უნდა უხელმძღვანელოს, მაგრამ ეს ვერ გააკეთა. გოლის …

სრულად წაკითხვა »

მოურინიო: “დარწმუნებული ხართ, რომ “იუვეს” 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ”

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსს“ კბილი გაჰკრა. მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდი მესამე ადგილზეა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: „დარწმუნებული ხარ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა არ აქვს? იტალიაში ვართ“, – თქვა მოურინიომ. მოგეხსენებათ, „იუვეს“ დაკლებულ 15 ქულას თუ დაუბრუნებენ, 59 ქულა ექნება და მეორე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რომში ისევ დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში რომის „ლაციოსთან“ წააგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბოლო წაგება რომში, „რომასთან“ ჰქონდა და ახლაც იგივე სტადიონზე დარჩა უქულოდ. „იუვემ“ ცუდად ითამაშა, ქულას არ იმსახურებდა, რადგან დაცვაში ბავშვური შეცდომები დაუშვა, შეტევაში ხიფათის შექმნა ძალიან უჭირდა. ანგარიში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა. გოლმა დისკუსია გამოიწვია, რადგან სერბმა ალექს სანდროს …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “პირდაპირ კონკურენტთან რთული თამაში გველოდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ეს უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაა და თანაბარი თამაში იქნება. „სანამ საუბარს დავიწყებ, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო სილვიო ბერლუსკონი. იმედი მაქვს, რომ მალე შევხვდები. „ლაციო“ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ეს არის პირდაპირ კონკურენტთან თამაში მეორე ადგილისთვის, რადგან ჩვენ 59 ქულა …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “იმედი მაქვს, დაბადების დღეზე 15 ქულას მაჩუქებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ვერონასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ევროპა ლიგის მოგება განსაკუთრებით სურს და ეს ტურნირი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ტერაჩანოზე სეივი საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ მართალია, რომ ბოლო 10 წუთში უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გვქონდა, გოლის გაშვების საფრთხე არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ 3 …

სრულად წაკითხვა »

კინი: “მწვრთნელი ყველაზე რთულ მომენტებში მეხმარებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ვერონასთან“ გამარჯვების გოლის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ცდილობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ გვაქვს მოტივაცია, რომ არ დავნებდეთ, ბოლომდე გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ადვილი არასდროსაა, დღეს მოვიგეთ და ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ. ჩემი …

სრულად წაკითხვა »