მთავარი / თეგების არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

თეგების არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუმ შესაძლოა “მანჩესტერთან” ორივე თამაში გამოტოვოს

კრიშტიანუ რონალდუს წითელ ბარათს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია გარანტირებული აქვს, თუმცა ახლა იმაზე იმსჯელებენ, თუ რამდენ მატჩიანი უნდა იყოს ეს სასჯელი. საუბარია ერთიდან სამ მატჩამდე. ამრიგად, „იუვენტუსს“ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ორივე თამაშის ჩატარება კრიშტიანუს გარეშე მოუწიოს. უეფა აღნიშნულ საკითხზე 27 სექტემბერს იმსჯელებს. თუ რონალდუს 2 ან 3 მატჩიან …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი რონალდუს გაძევებაზე: “ჩვენ ქალები არ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა კრიშტიანუ რონალდუს გაძევებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წითელი ბარათი მსაჯმა დაუმსახურებლად აჩვენა. გერმანელი მიიჩნევს, რომ მაშინ ყველა ჯარიმაზე იგივე უნდა მოხდეს. „გავიგე რომ მსაჯმა თმებში ხელის მოკიდებისთვის გააძევა… უცნაურია, რადგან ჩვენ არ ვართ ქალები და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ ეს წითელი ბარათია, მაშინ ყველა წესის …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: “ძალიან ბედნიერი ვარ!”

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ სადებიუტო გოლიც გაიტანა და პირველი დუბლიც შეასრულა. ეს, „სასუოლოსთან“ შეხვედრაში მოხდა. რონალდუმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის განცხადებით, ბედნიერია და თანაგუნდელები სერია A-სთან ადაპტაციაში ეხმარებიან: „ძალიან ბედნიერი ვარ, „სასუოლომ“ კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა. პირადად მე კი, დიდი სურვილი მქონდა, რომ სადებიუტო გოლი გამეტანა …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “გამიმართლა, რომ რონალდუს და მესის თანაგუნდელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის თანაგუნდელია. „შესანიშნავია, როდესაც დიდი თანაგუნდელი გყავს. მე ნამდვილად გამიმართლა, რომ მესისთან ერთად ნაკრებში, ხოლო რონალდუსთან ერთად „იუვენტუსში“ ვთამაშობ. შემდეგ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგა იწყება და მანამდე ფორმაში უნდა შევიდეთ. მანამდე კი, „სასუოლოსთან“ გველოდება თამაში. ვიცით, რომ რთული …

სრულად წაკითხვა »

კარლოს ტევესმა მესი და რონალდუ ერთმანეთს შეადარა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეადარა. საინტერესოა, რომ ტევესს ორივე ფეხბურთელთან ერთად უთამაშია. რონალდუსთან „მანჩესტერში“, ხოლო მესისთან არგენტინის ნაკრებში. „არასდროს მინახავს, რომ მესის დამატებით ევარჯიშოს, ყველაფერი ბუნებრივად აქვს. ერთადერთი ჯარიმების შესრულებაში ვარჯიშობდა. ადრე არ ურტყამდა სტანდარტულებს, მაგრამ ახლა ყველა წერტილიდან შეუძლია შესრულება. კრიშტიანუ კი ვარჯიშის …

სრულად წაკითხვა »

პაველ ნედვედი რონალდუს ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე საუბრობს. როგორც ჩეხმა განაცხადა, ყველაფერი ფაბიო პარატიჩის ინიციატივით დაიწყო. „რონალდუს ტრანსფერის იდეა? – ეს ყოველივე ჩვენი სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის დამსახურებაა. ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ანიელისთან მივედით. იდეა თავიდანვე მოგვეწონა და ვიცოდით, რომ ეს სისულელე არ იყო. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “რონალდუსგან ვსწავლობთ”

„იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო, რომელიც ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იმყოფება შეკრებაზე, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. „იუვეს“ მარცხენა მცველის განცხადებით, რონალდუსგან ბევრს სწავლობენ: „ვფიქრობ, კრიშტიანუ ძალიან დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. სადა ის თამაშობს, მისგან თანაგუნდელები ბევრს სწავლობენ. იმ მოკლე დროში, რომელიც უკვე მასთან ერთად გავატარე, შევამჩნიე, რომ მოსწონს, როდესაც ეხმარებიან და …

სრულად წაკითხვა »

ალვარო მორატა: “რონალდუ “იუვეში” რომ გადავიდოდა, მუნდიალის დაწყებამდე ვიცოდი”

„იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად „ჩელსის“ ფეხბურთელი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუს „იუვეში“ გადასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს. ესპანელი ფორვარდის განცხადებით, თავიდან არ სჯეროდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იცოდა, რომ პორტუგალიელი „ბებერი სინიორას“ რიგებში ითამაშებდა. „რონალდუ „იუვენტუსში“ რომ გადადიოდა, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდი. „იუვეს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს შევხვდი და მან მითხრა. თავიდან ვერ …

სრულად წაკითხვა »

ლიონელ მესი: “ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსი” მკაფიო ფავორიტია”

კატალონიის „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლიონელ მესი „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევს. არგენტინელი ფეხბურთელის აზრით, რონალდუს გარეშეც „ბებერი ქალბატონი“ ფავორიტი იყო და მოცემულ სიტუაციაში უფრო მეტადაც. მესისთვის კრიშტიანუს ტურინში გადაბარგება სიურპრიზი გამოდგა: „ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები? – ორივე მანჩესტერული გუნდი, პსჟ, „რეალი“, იტალიური გუდები… „იუვენტუსი“ მკაფიო ფავორიტია და არამხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს გამო. …

სრულად წაკითხვა »