მთავარი / ევრო 2016 / სკუადრა აძურამ წითელი ეშმაკები ჯოჯოხეთის გზას გაუყენა

სკუადრა აძურამ წითელი ეშმაკები ჯოჯოხეთის გზას გაუყენა

დიდი განსჯის საგანი იყო კონტეც და მთელი სკუადრა აძურაც, ზოგი მწვრთნელს აკრიტიკებდა ზოგიც შემადგენლობას. უმეტესობა სკეპტიკურად იყო აძურას მიმართ განწყობილი და ყველაზე კარგ შემთხვევაში მესამე ადგილიდან უწინასწარმეტყველებდა კონტეს და მის შეგირდებს პლეიოფში გასვლას. და ბოლოს დადგა ორშაბათიც და აძურა საქმეშიც ვიხილეთ. კონტემ თავისი კლასი უჩვენა ვარსკვლავთცვენას წითლებში და სკეპტიკოსებსაც პირში წყალი ჩაუყენა. ეს იყო ერთერთი შესანიშნავი თამაში  სკვადრა აძურას შესრულებით.

პირველი ტაიმის ნახევარზე მეტი გასულია იტალიური დაცვის კედლიდან ხორციელდება უზუსტესი გასროლა მეტოქის ზურგში. იქ კი ჩასაფრებული ცისფერ ფორმიანი მომაკვდინებელად ახერხებს გასროლას და გოოოოოოოლ. ჯაკერინიმ ეშმაკებს კუდი მოტეხა. ეს ის ფეხბყრთელია რომელზეც გაიძახოდნენ რომ ის არ უნდა ყოფილიყო აძურას შემადგენლობაში თუმცა ის ერთერთი საუკეთესო იყო დღეს.  ჯგუფის ფავორიტებად შერაცხული ეშმაკები გააქტიურდნენ ბევრი ეცადეს კედლის გარღვევას რომელიც მიმდინარე ევროზე ყველაზე მყარია მაგრამ არაფერი გამოუვიდათ კედელი მყარად იდგა და არც კი აპირებდა ჩამოშლას. ბელგიელთა უკან მოუხედავ შეთევებს იტალიელები მწვავე კონტრიერიშებით პასუხობდნენ და დამატებული დროის მიწურულს გრაციანო პელემ უკვე კუდმომტვრეული წითელი ეშმაკები ჯოჯოხეთის გზას გაუყენა და დამაჯერებელი გამარჯვებაც იზეიმეს ცისფერფორმიანებმა. შეგახსენებთ რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მოქმედმა მსოფლოს ჩემპიონებმა მოახერხეს ორ ბურთიანი სხვაობით გამარჯვება და დღეს ეს შედეგი ჩვენ გავიმეორეთ.

ჯგუფიდან გასვლის შანსები? დღეს შვედეთი ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია ისიც რომ იბრაგიმოვიჩის შვედეთს კარში არ დაურყამს საერთოდ. ირლანდიელებმა კი ორჯერ მოახერხეს გატანა ჯერ მეტოქის კარში მერე საკუთარში. პირველი ტურის შემდეგ ჩვენ პირველ ადგილს ვიკავებთ ფავორიტებად შერაცხულნი ბოლოს და მეორე მესამეს ირლანდია და შვედეთი ინაწილებს. აძურა დიდი ალბათობით პირველი ადგილით გავა ჯგუფიდან. და მჯერა რომ პლეიოფშიც ძალიან ბევრს გაუყენებს სახლის გზას!!! ფორცა აძურააააააა!!!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

კონტე დილემის წინაშე დადგა

კონტე დილემის წინაშე დადგა

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ იტალიის ნაკრებს საკადრო პრობლემები მოეძალა. როგორც იტალიური მედია წერს, გერმანისთან …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *