მთავარი / სიახლეები / სიტუაცია დანილოსთან დაკავშირებით
Mg Madrid (Spagna) 08/03/2016 - Champions League / Real Madrid-Roma / foto Daniele Buffa/Image Sport nella foto: Danilo

სიტუაცია დანილოსთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა რომ ბოლო დღეების განმავლობაში JUVENTUS.GE ფაქტიურად იუმორისტულ გვერდად გადაიქცა (მიზეზი ჩვენგან დამოუკიდებელია, რადგან სიახლეები არ ვრცელდებოდა და ვცდილობდით ზაფხულის ამ ცხელ დღეებში გაგვეღიმებინეთ მაინც) მაინც მოგვიწევს დასერიოზულება, რადგან გავრცელდა ინფორმაციები მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს მაროტა თავის სტილში აწარმოებს მოლაპარაკებებს, მადრიდელები თანახმანი არიან მოთამაშეს 25 მილიონად შეელიონ, თუმცა იტალიელები მხოლოდ 22 მილიონს სთავაზობენ ესპანელებს.

პირადი კონტრაქტი კი უკვე შეთანხმებულია, დანილო როდრიგესი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და და წელიწადში ხუთ მილიონს გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილეები საერთო ენას გამონახავენ.

აღსანიშნავია რომ “იუვეში” გადმოსვლის შემთხვევაში 25 წლის ბრაზილიელს გუნდში დახვდება ძველი მეგობარი, ასევე ბრაზილიელი ალექს სანდრო. ისინი ორივე 1991 წელს არიან დაბადებულები, 2010 წელს ორივე “სანტოსში” ჩაირიცხა, შემდეგ იყო პორტუგალიური “პორტო”, თუმცა 2015 წელს მათი გზები გაიყო, ერთი მადრიდში წავიდა, ხოლო მეორე ტურინში.

ახლა კი 2 წლის შემდეგ ძველი მეგობრები ისევ შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს და ტურინული დაცვლის ფლანგები ბრაზილიურ ფერებში შეიღებოს.

თუ როგორ დასრულდება ბრაზილიური სერიალი “მამლუქი” და შეხვდებიან ერთმანეთს თუ არა ხვიჩინიო და გოჩინიო ამას სულ მალე გავიგებთ.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *