მთავარი / სიახლეები / სისხლით შავ-თეთრი მეომრის თავგადასავალი!

სისხლით შავ-თეთრი მეომრის თავგადასავალი!

კლაუდიო მარკიზიო! ადამიანი რომელმაც სხვა სიყვარულისთვის ყველა კარი ჩარაზა გარდა ერთი დიდი შავ-თეთრი სიყვარულისა! მან ამ სიყვარულს მიუძღვნა თავი და ამავე სიყვარყლით აპირებს სიკვდილს!

კლაუდიო 1986 წლის 19 იანვარს დაიბადა! მისი ოჯახი ტურინის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა და მთელი ოჯახის აბსოლიყური შემადგენლობა ქომაგობდა იუვენტუსს! პატარა კლაუდიოც ერთ დროს დელა ალპიზე ბურთს აწვდიდა მოთამაშეებს! შემდეგ რამოდენიმე საბავშვო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და იუვენტუსის სკაუტებმაც შეამჩნიეს და 7 წლის მარკიზიო იუვენტუსის აკადემიაში აიყვანეს!

აკადემიაში კლაუდიო დიდი ხანი თამაშობდა მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე და უკვე 16 წლის ასაკში გადაიყვანეს ის ნახევარდაცვაში. 2005-06 წლების სეზონში ფაბიო კაპელოს გადაწყვეტილებით ის იქნა გადმოყვანილი მთავარ გუნდში. ის კალიარისთან მატჩში განაცხადშიც კი მოხდა მაგრამ მოედანზე არ გამოსულა ამის შემდეგ მარკიზიო ბრუნდება იუვენტუსის პრიმავერაში უკვე კაპიტნის სამკლაურით და ეხმარება პრიმავერას გაჩემპიონებაში 12 წლიანი პაუზის შემდეგ! იუვეს სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ მარკიზიო კვლავ ბრუნდება ძირითად გუნდში და ძირითადში მკვიდრდება! სწორედ მისი პასით გაიტანა ალესანდრო დელპიერომ არეაცოსთან სწრაფი გოლი რომელში გამარჯვების შემდეგაც იუვენტუსმა ოფიციალურად გაიფორმა სერია ა-ში დაბრუნება!

2007-08 წლწბის სეზონში მარკიზიო იქნა განათხოვრებული ემპოლიში და წარმატებული სეზონის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ტურინში! კლაუდიო ხდება იუვენტუსის საკვაძო ფიგურა და მილანთან მატჩში სადაც იუვენტუსმა 4-2 იმარჯვა მარკიზიო გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი! ის მიმდინარე თვის MVP-ც გახდა და პრაქტიკულად მატჩიდან მატჩამდე იგრძნობოდა განვითარება! თავისი პირველი გოლი სერია ა-ში მან 23 წლის ასაკში გაიტანა ფიორენტინას კარში, ამას კი მოყვა გოლების და საგოლე გადაცემების კასკადი, რამაც გამოიწვია ის რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მას შესთავაზა ახალი 5 წლიანი ბევრად უფრო გაუნჯობესებული კონტრაქტი!

მარკიზიოს ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ მრავალი ტოპ კლუბი დაინტერესდა მისი შეძენით თუმცა იმდროინდელმა სპორტულმა დირექრორმა ალესიო სეკომ ყველას გარკვევით განუცხადა რომ იტალიელი ცენტრი ხელშეუხებელია და იუვენტუსი არ აპირებს შეელიოს მას!

მარკიზიოს წარმატებული ასპარეზობა არც იმდროინდელი აძურის მთავარი მწვრთნელის მარჩელო ლიპის მახვილ თვალს არ გამორჩენია და შვეიცარიასთან ამხანაგურ მაჩში საასპარეზოდ გამოიძახბული მარკიზიო ძირითადში დააყენა!

მარკიზიო აგრძელებდა თავის წარმატებულ სვლას და მას ამაში თავისი უნივერსალობა ეხმარებოდა! მას ნახევარ დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ამიტომაც იყო შეუცვლელი ფიგურა! ის 2009 წლის სეზონის იუვენტუსის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს! 2010 წელს ევროპა ლიგის მატჩში ის პირველად გახდა იუვენტუსის კაპიტანი როცა დავიდ ტრეზეგე შეცვალეს, ფრანგმა საკუთარი ხელით გაუკეთა კაპიტნის სამკლაური მარკიზიოს!

ბოლო რამოდენიმე წელია მის წარმატებულ სვლას ყველა ვადევნებთ თვალყურს და არც ჩვენ დაგვრჩენია შეუმჩნევლად ის უდიდესი შრომა და სიყვარული რასაც მარკიზიო იტალიის ნაკრებისა და ტურინული გრანდისთვის აკეთებს!

ეხლა კი კლაუდიოს მიხწევებს გადავხედოდ!

 იუვენტუსი

  • სერია ა-ს ჩემპიონი (5)
  • სერია ბ-ს ჩემპიონი (1)
  • იტალიის ვიცე ჩემპიონი (1)
  • იტალიის თასის მფლიობელი (2)
  • იტალიის სუპერ თასის მფლობელი (3)
  • უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (1)

იტალიის ნაკრები

  • ტულონის ტურნირის გამარჯვებული 2008წ
  • ევროპის ვიცე ჩემპიონი 2012წ
  • კომფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორი 2013წ

პერსონალური

  • სერია ა-ს სიმბოლური ნაკრებში მოხვედრა (2)
  • ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა (1)

 

 

Torino, 11.05.13, Juventus Stadium, Serie A 37a Giornata, Juventus-Cagliari e festa scudetto - nella foto: CLAUDIO MARCHISIO CON MOGLIE ROBERTA E I FIGLI

 რაც შეეხება იუვენტუსის რვიანის პირად ცხოვრებას მან 2008 წელს იქორწინა თავის ძალიან დიდი ხნის სიყვარულზე, რობერტე სინოპოლიზე! მათ ჰყავთ ორი ვაჟი დავიდე და ლეონარდო! ალბათ ბედის ირონიაა ის ფაქტი რომ მარკიზიოს მეუღლე ბავშვობიდანვე ქომაგობდა ბიანკონერის მთავარ მოწინაღმდეგე ტორინოს რადგან მისი მამა ახალგაზრდობაში თურმე სწორედ ტორინოელთა ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა!

მარკიზიო გულშემატკივრებში რამოდენიმე განსხვავებული მეტსახელითაა ცნობილი. “პატარა პრინცი” მას ეს მეტსახელი ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა კლაუდიო ზულიანიმ შეარქვა! მეორე მეტსახელი “ტურინელი დეროსი” კი მას გულშემატკივარმა შეარვა რადგან დეროსიც და მარკიზიოც  თავიანთ გუნდებში აკადემიიდან მოყოლებულნი გამოდიან და დღემდე ერთგლები არიან თავისი კლუბების! ამასთან თავისი მშობლიური ქალაქის კლუბებში ასპარეზობენ და ერთიდაიმავე პოზიციაზე ირჯებიან!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *