მთავარი / სიახლეები / შვეიცარიული ექსპრესი გერმანულ რადარზე
შვეიცარიული ექსპრესი გერმანულ რადარზე

შვეიცარიული ექსპრესი გერმანულ რადარზე

ჯანლუკა დი მარციო იტალიაში (და არა მარტო) ცნობილი კაცია. ის საფეხბურთო მიმომხილველია, მის სიტყვას ყოველთვის აქვს ფასი, ის ჭორებით არასდროს ირთობს თავს და მისი “წინასწარმეტყველებები” შეიძლება საიდუმლო, მაგრამ არგუმენტირებულ ფაქტებზეა დაყრდნობილი.

ხოდა ამ პატივცემულ ბატონს თუ დავუჯერებთ გერმანულ “ვოლფსბურგს” მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 33 წლის ვეტერანი მარჯვენა მცველის, შტეფან ლიხტშტაინერის დამატება.

ნაკლებად სავარაუდოა “იუვე” საკუთარ “ფორესტ გამპს” შეელიოს, რადგან დანი ალვეშის წასვლის შემდეგ ხელმძღვანელობა ისედაც ეძებს მარჯვენა მცველს, რომელიც შეცვლის ხოლმე შვეიცარიელს, მაგრამ მაროტამ და კომპანიამ შეგვაჩვიეს თავის არაორდინალურ გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ ლიხტშტაინერი 2011 წელს, კონტეს მოსვლისას მოიყვანეს გუნდში რომის “ლაციოდან” და ის ყველა იმ წარმატების და წარუმატებლობის მონაწილე და გმირია რომელიც “ახალ” იუვენტუსს უნახავს.

წინა სეზონში ახლოს იყო გუნდის დატოვებასთან, იგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდანაც კი ამოიღეს, თუმცა ზამთარში სიტუაცია შეიცვალა, განაცხადშიც ჩაამატეს და შტეფანმა “იუვეს” ერთგულება კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, იგი ახლაც წინააღმდეგია ტურინის დატოვების, რადგან თავს ბედნიერად გრძნობს “სინიორას” შემადგენლობაში.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …