მთავარი / სიახლეები / შიკი “იუვენტუსში” 30.5 მილიონად!

შიკი “იუვენტუსში” 30.5 მილიონად!

როგორც Sky Sport Italia იუწყება პატრიკ შიკთან და “სამპდორიასთან” ყველაფერი მოგვარებულია. მხარეებმა უკვე გაცვალეს საბუთები, გარიგება 30,5 მილიონი ევრო დაჯდა. ამ თანხას “იუვენტუსი” სამი წლის განმავლობაში გადაიხდის.

გაურკვეველია ჩეხი ფორვარდი ამ სეზონშივე გადავა ტურინულ გრანდში თუ ერთი წლით კიდევ “სამპაში” თუმცა თუკი ტრანსფერი მართლა გაჩარხულია, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

21 წლის შემტევს, რომლის ანგარიშზეც 35 მატჩში 13 გოლი და 5 საგოლე პასია, საკუთარ რიგებში “ინტერი” “ნაპოლი” “რომა” “ტოტენჰემი” და “ევერტონი” იწვევდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ყველას მაროტამ დაასწრო.

კონტრაქტში ასევე არის პუნქტი, რომ თუკი “სინიორა” ახალგაზრდა ფეხბურთელის განათხოვრებას დააპირებს, ამ შემთხვევაში პირველადი უპირატესობა “სამპდორიას” მიენიჭება.

უახლოეს დღეებში პატრიკი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ მოაწერს კონტრაქტს ხელს.

ვარაუდობენ რომ ალეგრი მას სეზონის მოსამზადებელ პერიოდში დააკვირდება და შემდეგ გადაწყვეტს დარჩება გუნდში თუ არა.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *