მთავარი / ბლოგი / საუბარი გულშემატკივართან – ლევან ბეგლარიშვილი
საუბარი გულშემატკივართან – ლევან ბეგლარიშვილი

საუბარი გულშემატკივართან – ლევან ბეგლარიშვილი

JUVENTUS.GE ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ – „საუბარი გულშემატკივართან“. ამიერიდან, ჩვენი ვებგვერდი „იუვეს“ ქომაგებს გაესაუბრება და მათი სიყვარულის ისტორიას კლუბისადმი, ხედვებსა და მოსაზრებებს გაეცნობით.

ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის პრეზიდენტი ლევან ბეგლარიშივილია.

– როგორ და როდის დაიწყო თქვენი შავთეთრი გუნდის ფერადი ისტორია?

– 1994 წელს, იუვენტუსი-პარმა იყო პირველი მატჩი იუვეს მონაწილეობით, რომელიც ვიხილე. არაფრით გამორჩეული მატჩი. სერია A-ს რიგითი ტური იყო. თუმცა მაინც 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მივიჩნევ ათვლის წერტილად.

საუკეთესო ფორმაციის იუვენტუსი, რომელსაც მოსწრებიხართ?

– დღევანდელი ფორმაციის იუვენტუსი. ასეთი დაბალანსებული იუვე მე არ მახსოვს, დაბალანსებული სათადარიგოთა სკამით, გამართული და ბრწყინვალედ მომუშავე მარკეტინგით. თუ წარსულს გადავავლებთ თვალს, ჩემი აზრით, კაპელოს იუვენტუსი ალბათ უძლიერესი იყო… აი, სწორედ ის იუვენტუსი, რომელიც ვფიქრობ, უსამართლოდ დააქვეითეს სერია B-ში, რითაც მთლიანად იტალიური ფეხბურთი დახიეს უკან მინიმუმ 20 წლით.

თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

– პირველი მატჩი, რომელიც ამ კითხვაზე მახსენდება არის იუვე-რეალი 3-1 და ნედვედის გოლი.

მომენტი, რომლის შეცვლა გსურთ

– დელ პიეროს დამშვიდობება. ამ მომენტს გადავწევდი დაახლოებით 100 წლით.

საყვარელი ფეხბურთელი…

– ზინედინ ზიდანი.

როგორ ფიქრობთ, ვინ იყოიუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– რა თქმა უნდა, მარადიული კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო. ჩემთვის იუვენტუსი მასთან ასოცირდება. მისი მასშტაბის კაპიტანი, რასაკვირველია მხოლოდ საფეხბურთო შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ, ალბათ თანამედროვე ფეხბურთში აღარც იქნება.

საუკეთესო მწვრთნელი

– მარჩელო ლიპი. ადამიანი, რომლის სახელთანაც ბევრი დიდი გამარჯვებაა კავშირში. სერია A, საკონტინენტთაშორისო თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი.

იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით რა არის ის, რაციუვესზღაპარს კეთილად ვერ ასრულებს (ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში)

– უიღბლობა. იმ 5 ფინალიდან რომლის წაგების მომსწრეც ვარ, ორში ძალიან არ გაგვიმართლა, რეალთან, როდესაც სუპერ იუვენტუსს მიატოვიჩმა თამაშგარედან გაუტანა. ამის შემდეგ უამრავი მომენტიც გვქონდა. მილანთან, როდესაც მოწინააღმდეგეზე ძლიერი გუნდი გვყავდა, თუმცა ნედვედის არყოფნამ დიდი როლი ითამაშა. ბოლო ორი ფინალი კი ჩვენვე წავაგეთ… უფრო სწორედ ბარსამ მოგვიგო, რეალთან გასახდელში თავად გუნდმა არია სიტუაცია.

როგორ შეაფასებდით ლეონარდო ბონუჩის საქციელს. ჯერ წასვლას, შემდგომ კი დაბრუნებას?

– წასვლას უარყოფითად, მოსვლას – დადებითად. ლეო სულით იუვენტინოა, მან მიაღწია იმას, რომ სახლში დაბრუნდა. არ დაგიმალავთ და ძალიან გახარებული ვარ მისი დაბრუნებით. ეს ფეხბურთელი ყველა იუვენტინოს გვიყვარდა. ბევრს გადაუყვარდა, თუმცა მჯერა, ისევ შეაყვარებს თავს.

ფეხბურთელი, რომელიც იუვეს მაისურით თამაშს არ იმსახურებდა?

– ნებისმიერი ვისაც თეთრ-შავი მაისურო აცვია ღირსეულია.

–  რამდენად სამართლიანად მოექცაიუვესხელმძღვანელობა დელ პიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონს?

– არ ვთვლი, რომ რომელიმე შემთხვევაში კლუბი უსამართლოდ მოიქცა. ერთია ჩვენი სურვილი მიდმივად ვუცქიროთ დელ პიეროს გოლებსa და ჯიჯის სეივებს და მეორეა გუნდში არსებული სიტუაცია და გამოწვევები. ყველა კლუბში დგება მომენტი, როდესაც ლეგენდა მიდის. მითუმეტეს, ზოგადად იუვენტუსს ახასიათებს ისტორიის და ლეგენდების მიმართ პატივოსცემის გამოხატვა და მათი ჯეროვნად დაფასება. ასე რომ დელ პიეროსაც და ჯიჯისაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. მჯერა ოროვე დაბრუნდება იუვეში სხვადასხვა მიმართულებით.

ფან კლუბი –  როდის, როგორ და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოშიიუვენტუსისქართული ფან კლუბის ჩამოყალიბება?

– ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ყველა იუვენტინოს ჰქონდა ფანკლუბის ოცნება. ჩვენი დაახლოება სოციალური ქსელით მოხდა, სადაც კომუნიკაცია ადვილია. სანამ ფანკლუბი ოფიციალურ სტატუსს მიიღებდა, იქამდეც ხდებოდა შეკრებები. შემდეგ იყო მგაზვრობა ტრაბზონში, ტრაბზონსფორი-იუვენტუსის მატჩზე. შემდეგ თბილისის ზოოპარკში დაიბადა ზებრა, რომლის პატრონაჟიც ჩვენ ავიღეთ თავზე. ასე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდით ფანკლუბად. მოვიპოვეთ ოფიციალური სტატუსი და დღემდე ვინარჩუნებთ მას.

თქვენ ოფიციალური ფანკლუბი ხართ. საინტერესოა რა განსხვავებაა და რას გაძლევთ ეს სტატუსი?

– სტატუსი გვაძლევს საშუალებას უშუალოდ კლუბთან გვქონდეს კონტაქტი. ვიაროთ თამაშებზე, მუზეუმში და გვეძლევა შესაძლებლობა პირადად გავიცნოთ ფეხბირთელები. მახსოვს პირველი ელექტორნული ფოსტა, რომელიც ოფიციალურმა მოგვწერა. მაშინ დავრწმუნდი, რომ კლუბთან სიახლოვე შესაძლებელია და ოცნებების ახდენა იწყება.

ერთერთი ფანკლუბი ხართ, რომლებიც სისტემატიურად იკრიბებით. მათ ვინც ჯერ კიდევ არ იცის ეს, სად შეუძლიათ შემოგიერთდენ?

– ალბათ იფრო ერთადერთი… უკვე მე-5 წელია ყოველ თამაშზე ვიკრიბებით. რასაკვირველია, სხვადასხვა რაოდენობით. ამჯერად ფანკლუბის ლოკაცია რესტორანი “შარბათი” იქნება. ფანკლუბის მასპინძლობა ადვილი არ არის. ზოგიერთ თამაშზე 400-500 გულშემატკივარი ვგროვდებით. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრაში შარბათის ადმინისტრაცია ყველანაირად გვიდგას გვერდში.

როგორ შეაფასებდით კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს და თვლით, თუ არა, რომ იუვეს ისტორიაში პორტუგალიელი საუკეთესო შენაძენია?

– ჯერ მხოლოდ 2 ტური ჩატარდა ამიტომ ტრანსფერის საუკეთესოობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, უდაოდ დიდებული ტრანსფერი განვახორციელეთ, როგორც საფეხბურთო, ისე წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით. ამაზე კლუბის აქციების ფასის არნახული მატება, მაისურების რეკორდული გაყიდვა, სტადიონების გავსებაც მეტყველებს. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც იუვესთვის, ასევე ზოგადად იტალიური ფეხბურთისთვის.

რონალდუს ფაქტორი ლიგაზე

– მან 5 ჩემოიონთა ლიგა მოიგო. ეს უდიდესი სტიმულია. ამჯერად ჩვენ გვყავს ფეხბურთელი, რომელმაც იცის თუ როგორ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი…

– 1996 წელი. როდესაც ყველაფერი მოვიგეთ.

ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია?

– პოლ პოგბა. ნახევარდაცვაში მხოლოდ მას დავამატებდი. დანარჩენი პოზიციები ჩემი აზრით, იდეალურადაა დაკომპლექტებული.

დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომლის ხსენება ნიშნავსიუვენტუსს“…

– ბონიპერტი, დელპიერო, ბუფონი.

– რა გრძნობაა, როდესაც საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს ხვდები?

– ეს რომ ახსნა, უნდა გამოცადო.

– იმ ფეხბურთელებიდან, რომელთანაც უშუალოდ შეხება გქონია, რომელს გამოარჩევდი?

– რა თქმა უნდა, ჯანლუიჯი ბუფონს. ის კაცობრიობის კაპიტანია.

და ბოლოს, იუვეს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

– ბუფონი, ძამბროტა, კანავარო, კიელინი, ტურამი, ზიდანი,  პირლო, დავიდსი, ტრეზეგე, დელპიერო, ვიალი.

შემთხვევითი სიახლე

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

მათ სურთ ბრილიანტის გასხვისება. ვინ ავნებს „იუვეს“?

ამას წინათ კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა: „„იუვეში“ მე დავაფასე, რას ნიშნავს თანამდებობების პატივისცემა. ამას ვგრძნობდი ტურინში …

როგორ აღორძინდა იუვენტუსი? ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

იუვენტუსის ზრდა განისახღვრება მისი ყველაზე ძვირფასი შესყიდვების სახელებით და ციფრებით, წლიდან წლამდე. როგორ დაიწყო ბებერმა …